weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ვერ იტყვის, როდის აღსრულდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს განჩინება და როდის დააკავებენ მას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სავალდებულო სამხედრო სამსახური არ გაუვლია. ამ საკითხზე მას შეკითხვა, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა დაუსვა. 

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ცირკულარული შრომის მიგრაციის თაობაზე საქართველო მოლაპარაკებებს კიდევ სამ ქვეყანასთან აწარმოებს.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ 25 თებერვლისთვის დაგეგმილი აქცია გააუქმოს. ამის შესახებ ცნობილი გახდა ბრიფინგზე, რომელიც ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟიგიმანტას პავილიონისთან ერთად გამართეს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე, გაუგებარი და შეუწყნარებელია.

საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი თბილისში ჩამოვიდა. დილიდან ის შეხვდა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისე „ქართული ოცნების“ წევრებს. ლიეტუველი დეპუტატი „ერთიანი…

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, სამართალდამცველები ამოწმებენ თითოეული ავტომობილს, რომელიც პარტიის ცენტრალური ოფისიდან გადის. მელიას თქმით, პოლიციის წარმომადგენლები საბარგულებსაც ჩხრეკენ, რადგან ჰგონიათ, რომ იქ შეიძლება იყოს.

„ევროპელი სოციალისტები“ – ფრიდონ ინჯია, ავთანდილ ენუქიძე, ზაზა მიქაძე და დავით ზილფიმიანი – მონაწილეობას არ მიიღებენ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების კენჭისყრაში. ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო 25 ადამიანი დააკავეს. ყველა დაკავებული გამოკითხვის შემდეგ, ხელწერილით გათავისუფლდა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ მიმართავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს, თქვას, რა გეგმები აქვს კორუფციაში მხილებულ და გაკოტრებულ ჩინურ კომპანიასთან (CEFC) დაკავშირებით, სადაც ის…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]