საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რიონის ხეობაში ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და მის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხდა.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ რიონის ხეობაში ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტს სოლიდარობას უცხადებს და ხელისუფლებისგან სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას მოითხოვს.
მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მედიაგარემოს გაუმჯობესების მოთხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტს და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მიმართავენ. მანიფესტი ონლაინ გამოქვეყნდა და ხელმოწერა ყველას შეუძლია.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ორ წევრს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს – მამული სურმანიძესა და ბონდო თედორაძეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს უმრავლესობამ დღეს, რიგგარეშე სხდომაზე მიიღო.
ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა. სიჭინავა განსაკუთრებულ მადლობას ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უხდის.
გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, დეპუტატმა ლევან იოსელიანმა კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ლეგიტიმურია, თუმცა, „მოქალაქეები“ აქციებს არ შეუერთდებიან.
დღეს, 26 თებერვალს, გაერთიანებული ოპოზიცია თბილისში მასშტაბურ საპროტესტო აქცია-მსვლელობას გამართავს. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავა. აქციას რეგიონებიდან ჩასული მოქალაქეებიც შეუერთდებიან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, მელიას დაპატიმრება პროკურატურის თვითმიზანი არასდროს ყოფილა.
საქართველოს პარლამენტის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერებად საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დანიშნა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11