weather cur horoscope tv
ოქტომბერი 10, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

პოლიტიკა

„ძალიან ცუდი კანდიდატურა შეარჩიეს. ალბათ, ერთ-ერთი უარესი, ვინც კი შეიძლებოდა „ქართულ ოცნებას“ შეერჩია“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებასთან დაკავშირებით.

პოლიტიკურმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა. ამ საკითხზე გადაწყვეტილება პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ ცოტა ხნის წინ მიიღო.  

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის სოზარ სუბარის განცხადებით, მისთვის მოულოდნელი იყო გიორგი გახარიას გადადგომა და ვერ გაიგო, რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება.

ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში მივიდა, სადაც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას და სხვა ოპოზიციონერ ლიდერებს შეხვდა.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის შეფასებით, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, პრაგმატული და სწორი იყო.

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ განცხადებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომა სწორი ნაბიჯია, რაც ქმნის „უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის“ განმუხტვის შესაძლებლობას.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მმართველი პარტიის ყურადღება მთლიანად იქნება კონცენტრირებული ახალი მთავრობის ფორმირებაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო, დროებით გადადო სასამართლოს მიერ, გუშინ, გვიან ღამით მიღებული განჩინების აღსრულება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ.

„გამოსავალი მარტივია - რაც გააფუჭეს, თავადვე გააკეთონ. გააღვიძონ მოსამართლე, შეცვალონ გადაწყვეტილება, დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას და ვისაუბროთ რიგგარეშე არჩევნებზე. მეტი სასაუბრო, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს, რადგან ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვინ არის…

„ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მიუღებელია.…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]