weather cur horoscope tv
ოქტომბერი 10, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა 89 ხმით 2-ის წინააღმდეგ გამოუცხადა. ნდობის მისაღებად მთავრობის განახლებულ შემადგენლობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

„ბატონო ალეკო, როგორც ჩანს, „ნაცების“ რიტორიკას ხართ აყოლილი, თითქოს, რაღაც კლანი მაქვს, თუ კლანი მქონდა. გიპასუხებთ, რომ არ მაქვს და არც არავითარი კლანი არ მქონია“, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა…

პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, დეპუტატმა ლევან იოსელიანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირკალი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილი სამთავრობო პროგრამა „ევროპული საქართველოს მშენებლობისთვის“ გააკრიტიკა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ რიგგარეშე არჩევნების შესახებ ნებისმიერ მოლაპარაკებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.  

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან კომპრომისი არ არის 25 თებერვლისთვის დაგეგმილი აქციის გაუქმება, რადგან ხალხის შეკრებას ისედაც ვერ ახერხებდნენ. 

პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ფრაქციის სხდომაზე გამოსვლის დროს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში მარტში შემოვა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის, რაც დღეს პარლამენტში ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია. მან ოპოზიცია, რომელიც ამ დრომდე უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე, სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში დაადანაშაულა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი მთავრობის საქმიანობის პირველი ასი დღის პრიორიტეტებზე ისაუბრა და მათ შორის „ქვეყანაში წესრიგის დამყარება“ დაასახელა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, „ვარდების რევოლუციის“ შედეგად ეკონომიკა ბოლომდე გაპარტახდა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს მიმართავს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]