weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

პოლიტიკა

„ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პატივს სცემენ ამ ქვეყნის მომავალსა და კონსტიტუციას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და 0%-იანი…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 20 ივნისს, პარლამენტთან აქციის დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს „არ ხედავს“.

„ქართული ცონების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაზე საუბარი არ ყოფილა.

არსებობენ პარტიები, რომელთაც უფრო მეტი საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ იყვნენ წარმოდგენილი ფართოდ საქართველოს პარლამენტში, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილებაზე, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება და საარჩევნო ბარიერი მთლიანად გაუქმდება. როგორც კალაძემ თქვა, ამ პირობებშიც „ქართულ ოცნებას“ დიდი მხარდაჭერა ექნება.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მმართველი პარტია გამოდის ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

„ეს აქციები შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ეს ხალხზეა დამოკიდებული. მე და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვმოქმედებთ“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, სანდრა რულოვსმა, რომელიც პარლამენტთან აქციაზე შვილთან ერთად მივიდა.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, ხელისუფლება ამაღამ ტელეკომპანიის ძალადობრივ აღებაზე მსჯელობს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ხელისუფლება მსჯელობს დღეს, ღამით, „რუსთავი 2“-ის ძალადობრივ აღებაზე. ნიკა გვარამია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ გაბედოს ტელეკომპანიაში შესვლა.

რუსმა ჟურნალისტმა ალექსანდრ ნევზოროვმა საქართველოს მხარდასაჭერად თავის YouTube არხზე ვიდეო გაავრცელა. ვიდეოში, რომელსაც უკვე 190 ათასზე მეტი ნახვა აქვს, ნევზოროვი აჭარული განდაგანას ფონზე, მაისურს Georgia-ს აწერს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]