საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„ის, რაც დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისში ხდებოდა, რასაკვირველია, პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს და ეს პროცესი ორ ნაწილადაა გაყოფილი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მინსკში იმყოფება, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი.
„მოგიწოდებთ ყველას, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და ნუ მივცემთ ჩვენს საერთო მტერს სიტუაციით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობას“, – მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს.
თავდასხმას პოლიციასა და პარლამენტზე ექნება შესაბამისი შეფასება და ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელიც საპროტესტო აქციის გამო პარლამენტში მივიდა.
პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას, რომელიც პარლამენტის შენობაშია, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადების დაწერისკენ მოუწოდა.
თბილისში, საქართველოს პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობენ. ცოტა ხნის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თუ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი…
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვენ.
„ნაძირალა ოკუპანტს ჩვენს პარლამენტში ვერასოდეს ვიხილავთ. ეს, რაც მოხდა, ჩვენთვის იყო ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული. შეწყდა. ყველა ტელევიზორთან ვერ იჯდებოდა, ვიმოქმედეთ ხო? აქედან გავიდნენ, ქვეყნიდანაც გავლენ“, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11