საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ეკა ბესელია აცხადებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს. მისივე თქმით, გუნდურობაზე შენიშვნებს არ მიიღებს იმ ადამიანებისგან, ვინც „ქართულ ოცნებაში“ ახალი შესულები არიან.
„ეკა ბესელიას წასვლა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან არანაირ კავშირში არ არის სასამართლოს საკითხთან. ესეც ივანიშვილის სურვილია, რომელსაც ქალბატონმა ეკამ პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად სასამართლოს საკითხი მიაბა და საზოგადოებას ეს პრინციპულ ნაბიჯად შემოასაღა“,…
საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში დადგენილების პროექტი შეიტანა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია და მერი დავით შერაზადიშვილი სტუდია „მონიტორის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ. საქმე ეხება „მონიტორის“ ჟურნალისტურ გამოძიებას – „ბოლნისის მერის საეჭვო გარიგებები“, რომლის მიხედვითაც, მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში შერაზადიშვილის…
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეკა ბესელია და სოფო კილაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კილაძეს, რომელიც სიტყვით გამოსვლას ითხოვდა, კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ დამშვიდებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ არ შეიძლება ქართული მართლმსაჯულება ხელში ჩავუგდოთ საეჭვო გზით არჩეულ საეჭვო ადამიანებს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. როგორც ბესელიამ განაცხადა, მისი გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის „ნაჩქარევ და გაუმართლებელ“ პროცესს უკავშირდება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესებისგან. როგორც გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საზოგადოების დიდ ნაწილს მურუსიძის მოსამართლეობა არ სურს.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება, რომელსაც პირადად მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიამ თადუმაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პარლამენტის მაჟორიტარი წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენისას ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11