საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ BBC-ის რუსულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს მის საარჩევნო კამპანიასთან საერთო არაფერი აქვს.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, კვირას, 2 დეკემბერს, ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მივა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, პროპორციული საპარლამენტო არჩევნები მთავრია და…
ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ მიერ კვირას, 2 დეკემბერს დაანონსებულ საპროტესტო აქციაში „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შეახებ პარტიის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი მიიღო. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, საპრეზიდენტო არჩევნებიც შეაფასეს.
საპარლამენტო უმრავლესობა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს (OSCE) რეკომენდაციების შესრულების პირობას დებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატები სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. განცხადებაში, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა, ნათქვამია, რომ აშშ იზიარებს საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების შეშფოთებას სახელმწიფო რესურსების ერთი მხარის სასარგებლოდ…
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შეფასებით, საერთო ჯამში, საპრეზიდენტო არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა, რაც, მისი თქმით, ქართული დემოკრატიისთვის კიდევ ერთი გამარჯვებაა.
„ნებისმიერი კანონდარღვევა იქნება უმკაცრესად დასჯილი და შესაბამისად, არავინ აპირებს ამათ არაჯანსაღ გამოხტომებს შეეგუოს“, – განაცხადა პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „ძალა ერთობაშიას“ მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის და პარლამენტის წევრის, ირმა ინაშვილის განცხადებით, მისმა პარტიამ დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მათმა 500 ათასზე მეტმა მხარდამჭერმა ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცა.
საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ახლა რუსეთთან თანამშრომლობისთვის შესაფერისი დრო არ არის. ამის შესახებ მან BBC-ის რუსულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11