weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პოლიტიკა

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახლად არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დღეს შეხვდება.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის, სოსო გიორგაძის განცხადებით, ყველა პირი, რომელთა პირადობის მოწმობებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლანჩხუთის საკრებულოს წევრმა კახა ასკურავამ წარმოადგინა, გარდაცვლილია 2008-2010 წელს და ისინი საარჩევნო სიაში აღარ…

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ხელისუფლებას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს, რისთვისაც ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო…

„როგორც კი დამიძახებთ, იმ წამსვე ფიზიკურად გავჩნდები თქვენს გვერდით“, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე Skype-ით ჩაერთო.

რესპუბლიკური პარტია ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ მიერ რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილ აქციას არ უერთდება. პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, „რესპუბლიკელები“ იზიარებენ იმ მოთხოვნებს, რაც აქციაზე გაჟღერდება, თუმცა რუსთაველის გამზირზე…

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის როს უილსონის შეხვედრას, სადაც ილია მეორემ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ, „დამარცხებულმა მხარემ არ ცნო გამარჯვება სალომე ზურაბიშვილისა“.

ოპოზიციური ძალების გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თაკო ჩარკვიანსა და მის ქმარზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა და მას ხელისუფლების მიერ მართული დაშინების კამპანიის ნაწილი უწოდა. 

„თუ ჩვენ დედის რძესავით შევირგებთ ამ ძალადობას, ძალადობა გაგრძელდება და ძალმომრეობა შეუქცევად ხასიათს მიიღებს“, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თაკო ჩარკვიანსა და მის ქმარზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.

„შენების მოძრაობის“ ლიდერი და საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი დავით უსუფაშვილი ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ მიერ კვირას დაგეგმილ საპროტესტო აქციას არ უერთდება. როგორც უსუფაშვილმა განაცხადა, ისურვებდა, რომ გრიგოლ ვაშაძემ ამსტერდამიდან…

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ მხარდამჭერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ ქუთაისის აეროპორტში, პოლიტიკურ ნიადაგზე მას და მის მეუღლეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]