weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პოლიტიკა

ლაგოდეხში გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან სროლა იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გურამ კაკალაშვილისა და თორნიკე მაჭარაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების კოლონიდან, მათი ოფისის მიმართულებით სამჯერ ისროლეს.

ჩვენი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც დღეს ხმა არ მომცა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა.

„მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საზოგადოებას ასეთი გრძნობადობისთვის, ასეთი შეგრძნებისთვის, ასეთი რეაქციისთვის. დანარჩენი ალბათ ჩემზეა, რაც დაგპირდით, ყველაფერს გავაკეთებთ, მაქსიმუმს შევეცდები და გაჩვენებთ, რომ გეყოლებათ ხელისუფლება, რომელიც იქნება თქვენს…

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების აღიარებას არ აპირებს. სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერიდან ხალხს მიმართა და მოუწოდა, დაუმორჩილებლობის მოძრაობას შეუერთდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ №22 მარნეულის საარჩევნო ოლქის 49-ე უბანზე კენჭისყრის შეწყვეტას და შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ განაცხადა, აღნიშნულ უბანზე სავარაუდოდ არჩევნები ყალბდება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის წევრ შოთა ხაბარელს დამკვირვებლის სტატუსი გაუუქმა. ხაბარელი საპრეზიდენტო არჩევნებს სამგორის N86 უბანზე აკვირდებოდა.

„ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდ განვითარებას, ხვალინდელ დღეს. წინასაარჩევნო ციებ-ცხელება ცოტა არ იყოს მოსაბეზრებელია და უკვე საქმის კეთების დრო მოვიდა. მოგვენატრა ყოველდღიური მუშაობა,რომელსაც ხვალიდან შევუდგებით“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა…

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ხმა ქუთაისში მისცა და იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან არჩევნებზე ხმა ყველაზე ევროპელ კანდიდატს და ღიმილიან საქართველოს მისცა.

პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათმა დამკვირვებლებმა თბილისში გამოავლინეს ყალბი პირადობის მოწმობები, რომლითაც ხმის მიცემას ცდილობდნენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]