weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვება, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების დიდ გამარჯვებად შეაფასა.

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებას ამ ეტაპზე არ იზიარებენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია. წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ამომრჩეველთა 59.52%-მა (1 147 627) მისცა ხმა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლაგოდეხში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სროლის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, პოლიციის განყოფილებაში 21 წლის ი.გ. გადაიყვანეს. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების მიუხედავად, ქვეყნიდან წასვლას აღარ აპირებს.

ლიეტუვას პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, კახეთის რეგიონში, თელავის გარდა ყველა საარჩევნო ოლქში მოიგო.

საფრანგეთში, პარიზში გახსნილ საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები 3 ხმით წააგო.

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ მომავალ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განცხადებას 29 ნოემბერს გააკეთებს. როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, 18:00 საათზე, საკუთარ მხარდამჭერებს ფილარმონიაში შეხვდებიან და სამომავლო გეგმებზე მათთან ერთად…

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ძირითადი მონაცემები შეჯამებულია. როგორც კობახიძემ თქვა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 60% მიიღო, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ - 40%.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]