weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

პოლიტიკა

ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თელავში პარტიულ აქტივისტებს შეხვდა და არჩევნების პირველ ტურში მიღწეული შედეგისთვის მადლობა გადაუხადა.

ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერის, ალექსანდრე თოროიანის განცხადებით, ახალქალაქში, „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავებული სამი ადამიანი თბილისის საავადმყოფოში კატასტროფის კერძო ჯგუფმა გადაიყვანა. როგორც ალექსანდრე თოროიანმა „სამხრეთის კარიბჭეს“…

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ახალქალაქში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოსთან ულტიმატუმებით საუბარი და ვადების დაწესება მიუღებელია.

„ჩვენი ბევრი მხარდამჭერი არ წავიდა არჩევნებზე, რადგან დარწმუნებული იყო გამარჯვებაში. ვითარება შეიცვალა და ხალხმა რეალურად დაინახა რა შეიძლება მოყვეს „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებს“, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ…

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ახალქალაქში, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრებზე თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აუცილებელია დროულად მოხდეს დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის იდენტიფიცირება და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი სამხარაძის მუქარის შემცველ განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს „კბილებს კანონის დაცვით ჩამოულეწავს“.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განმარტა, რატომ წააგო „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გორში არჩევნები.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს მას შეწყალების თხოვნით მიმართოს. „რუსთავი 2“-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არაფერი დაუშავებია და საკუთარ…

„ეს არ არის არჩევანი ორ საქართველოს შორის, სამწუხაროდ. მაშინ ძალიან ადვილი არჩევანი იქნებოდა. ეს აბსოლუტურად იდენტური არჩევანია და ამიტომ არის თავისი არსით რთული და შეუძლებელი“, - განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა…

„ქართული ოცნებიდან“ ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის განცხადებით, ახალქალაქში, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბთან დღეს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ვაშაძის შტაბის წევრების პროვოკაცია უძღოდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]