საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ტელეკომპანია „იმედი“ წინასაარჩევნო პერიოდში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებულად მძიმე იქნება, რადგან არჩევანის ერთ მხარეს „ნაციონალური მოძრაობა“…
„ის, რაც მოხდა 28 ოქტომბერს, გამარჯვებაა. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს არ არის ის გამარჯვება, შეიძლება ველოდით მეტს, მაგრამ პირველ ტურში პირველი ადგილი ეს არის გამარჯვება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“…
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ (სოსო) გოგაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის მონიტორინგის სამსახურის უფროსია და გასაკვირი არ არის,…
„თუ ასე უმტყუნათ ნერვებმა, არის მარტივი გამოსავალი - ქალბატონმა ზურაბიშვილმა მოხსნას თავისი კანდიდატურა“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ახალქალაქში, ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ შტაბის წევრების ცემასთან დაკავშირებით.
ახალქალაქში, ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბს თავს დაესხნენ და ოთხი ადამიანი ცემეს. „ძალა ერთობაშიას“ განცხადებით, თავდასხმას „ქართული ოცნებიდან“ ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოანის ძმა ხელმძღვანელობდა.
„გარკვეული დღეების განმავლობაში სკოლებსა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდების მიერ მარიხუანას მოხმარების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
პარლამენტის წევრის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს.
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პირველ განცხადებას დღეს გააკეთებს.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ხმას გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მისცემს. ამასთან, ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისთვის ორივე დარჩენილი კანდიდატი პრინციპულად მიუღებელია.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს არჩევნების პირველი ტურის შედეგი მიულოცა. მერაბიშვილის თქმით, 28 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ ღირსებას ვერავინ წაართმევს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11