weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობა გამოუცხადა. მთავრობის დამტკიცებას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 12-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

აფხაზეთის  დე ფაქტო რესპუბლიკის „ომის ვეტერანთა ორგანიზაციამ“ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე საპასუხოდ პარლამენტს „ხიშბა-სიგუას სიის“ მიღება შესთავაზა. სიაში 26 ადამიანი მოხვდა, რომლებიც, ვეტერანთა ორგანიზაციის განცხადებით, სამხედრო დანაშაულებში, გენოციდსა და ტერორისტულ საქმიანობაში…

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მიმდინარე ხარჯებში გამოთავისუფლებული რესურსი, მაქსიმალურად მიიმართება ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, თუმცა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, პროექტების შერჩევა სწორი ეკონომიკური და სოციალური შეფასების შედეგად ხდებოდეს.

აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით კონსულტაციები გამართა, მურმან დუმბაძე და მედეა ვასაძე არ შეუშვეს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით ფრაქციებთან კონსულტაციებს მართავს.

„ნატო-ში საქართველოს შესვლას თავისი შედეგები მოჰყვება“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, გარკვეული თვალსაზრისით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შანსი აქვს, მაგრამ ახლა არა.

ბრიუსელში, ნატო-ს სამიტზე, ნატო - საქართველო - უკრაინის ფორმატის სხდომის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოკლე შეხვედრა გამართა.

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მომზადებას ნატო-ს წევრობისთვის, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. სტოლტენბერგის შეფასებით, საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი და მეგობარია.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას კახა კახიშვილი უხელმძღვანელებს. სამთავრობო ცვლილებებამდე კახა კახიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]