weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

პოლიტიკა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მოადგილეების ვინაობა ცნობილია. მინისტრის პირველი მოადგილე კულტურისა და სპორტის სამინისტროს ყოფილი მინისტრი მიხეილ გიორგაძე იქნება.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძის წარდგენასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გამოეხმაურა. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, გაუგებარია რა კრიტერიუმით იხელმძღვანელა პრეზიდენტმა…

ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანებამ „სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე დაასახელა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა. პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

„ჩვენ გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები. ეს ბევრ საწარმოში არ იყო. ასე გაგრძელება არ შეიძლება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ეყოლება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად სოზარ სუბარი დაინიშნა, განათლების საკითხებში მრჩეველი კი მიხეილ ჩხენკელი იქნება.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მინდელის სახელობის შახტში მომხდარ ტრაგედიაზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება. მისივე თქმით, გამოძიების დასრულებამდე შახტი დაიხურება, დასაქმებულებს კი ამ პერიოდის განმავლობაში…

მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში დღეს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე…

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ხელმძღვანელი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს ყოფილი მდივანი არმაზ ახვლედიანი წარადგინა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]