weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა. რიგგარეშე სხდომაზე დროებითი მთავრობა 99 ხმით 6-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

„ამ თქვენი ახალი ბრწყინვალე იდეებიდან, რომლის განხორციელებაში გიშლიდათ ხელს პრემიერ-მინისტრი რგიორგი კვირიკაშვილი? რომელს გიბლოკავდათ აქამდე? თუ არცერთს არ გიბლოკავდათ, ეს ყველა ბრწყინვალე იდეა მას შემდეგ მოგივიდათ, რაც მისი მოხსნა გადაწყდა?…

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ლევან იზორიას განცხადებით, ანტისატანკო სისტემების, „ჯაველინების“ გადმოცემის შემდეგ, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან უახლეს ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს - „სტინგერებს“ მიიღებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტის წევრებს სურთ, გარკვეული პერიოდი ჯარისკაცების ცხოვრებით იცხოვრონ და მათთან ერთად წვრთნა გაიარონ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - დავით მჟავანაძე, ბესიკ ქათამაძე და თორნიკე გოგუაძე მეორე დღეა შიმშილობენ. ისინი ბესიკ ქათამაძეზე თავდასხმაში მონაწილე საკრებულოს დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვენ.

საქართველოს მთავრობა ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებასა და მწვანე ინვესტიციების წახალისებას გეგმავს. ამის შესახებ საუბარია ახალ სამთავრობო პროგრამაში „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ (2018-2020), რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტს დნობის მისაღებად წარუდგინა.

20 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, დროებითი მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ. მთავრობის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი არ არიან.

„ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება, არათუ სახელმწიფო. საჭიროა, სასწრაფოდ მთავრობას თუ პრემიერ-მინისტრობის დასახელებულ კანდიდატს ვინმემ კონსტიტუცია მიაწოდოს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და პარტია „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა…

„ჩვენ მიერ დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, მთავრობაში შემავალი სამინისტროების რაოდენობა შემცირდება და 14-ის ნაცვლად 11 იქნება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ არანაირ პროვოკაციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]