weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

პოლიტიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შესულ პირებზე შეზღუდვები დააწესა. საუბარია პირებზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებში მონაწილეობდნენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 28 ოქტომბერს ქართველი ხალხი „ხელიდან დაუსხლტება ურჩხულს და წარმატების გზას დაადგება“. მისივე თქმით, არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე…

ახმეტა - თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა პანკისის ხეობაში ახალგაზრდებთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს დარბაზი დაატოვებინა.

„მე მხარს ვუჭერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აგრეთვე მიმაჩნია, სრულიად უპასუხისმგებლოა თავდასხმები საკონსტიტუციო სასამართლოზე“, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმა გაუქმდა.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ კოშმარულ სიზმარშიც არ სურს, საოპერაციოში მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ექიმის წარმოდგენა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, გამოკითხულთა 74%-ს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, ვის მისცემს ხმას არჩევნებში. NDI-ის ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის განცხადებით, ეს არის გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რიცხვი, რომელიც…

ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული 1-ელ აგვისტოს, პანკისის ხეობაში ახალგაზრდებს შეხვდება. შეხვედრა დუისის კლუბში, 16:00 საათზე დაიწყება.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. ამის შესახებ უსუფაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა. ეს საკითხი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და გერმანიის ელჩმა ჰაიკე ფაიჩმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]