weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს დანიშნა.

შუახევის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ 2015-2016 წლების განმავლობაში პრემია და დანამატი 10-ჯერ აიღო, რაც ჯამში 26 828 ლარია, აქედან ხელზე მისაღები თანხა კი 21 462 ლარს შეადგენს. აღნიშნული თანხით მან მთლიანად გადაიხადა საბანკო…

რუსეთის ფედერაციამ და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს ე.წ. ხელშეკრულებას აფხაზური მხარისთვის სამხედრო ქონების გადაცემის თაობაზე.

„დემოკრატიულ მოძრაობას“ და „თავისუფალ საქართველოს“ თბილისის მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო კანდიდატები ეყოლებათ. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თბილისის მერობისთვის კახა კუკავა იბრძოლებს, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კენჭს დიმიტრი ლორთქიფანიძე იყრის.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, თამაზ მეჭიაური თიანეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე კენჭისყრას გეგმავს. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. მეჭიაურის განცხადებით, მან ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მიიღო და…

საქართველოში თანამდებობის პირებს შორის ქველმოქმედებაში ყველაზე მეტ თანხას ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი და ამჟამად თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ხარჯავს. ბოლო სამი წლის განმავლობაში მან საქველმოქმედო მიზნებისთვის 446 560 ლარი დახარჯა, აქედან…

ასტრახანის ოლქის დუმის თავმჯდომარეს, იგორ მარტინოვს ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველო-სომხეთის საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს. მარტინოვის საზღვრიდან გაბრუნების მიზეზი, სავარაუდოდ, მის მიერ ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევა გახდა.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის სრულუფლებიანი წარმომადგენელი მურატ ჯიოევი თამარ მეარაყიშვილის საქმეს გამოეხმაურა. „ისტერია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ თამარ მეარაყიშვილის ირგვლივ ატეხა, რესპუბლიკის შიდა საქმეებში უხეში ჩარევაა“,…

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში 2008 წლის აგვისტოს ომის მუზეუმი დაათვალიერა. მან მუზეუმის კედელზე გაკრულ ბანერზე წარწერაც დატოვა, სადაც წერს, რომ საქართველო იქნება…

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 10 სექტემბერს, პოლონეთიდან, "კრაკოვეცის" გამშვები პუნქტიდან შევა. სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, მისი დაბრუნება რუსული ტელეკომპანიებისთვის ცირკად არ გადააქციონ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]