საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს ვიცე-პრემიერი და განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას აფგან მუხთარლის საქმეზე არ უსაუბრიათ. ჟურნალისტის კითხვაზე - დაინტერესდა თუ არა ვიცე-პრემიერი პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის…
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი ოფიციალურად წარადგინა. უდუმაშვილის განცხადებით, მან გამოწვევა მიიღო და თბილისის გადასარჩენად გადამწყვეტ ბრძოლაში ერთვება.
საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. პროექტს 115-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „პატრიოტთა ალიანსსა“ და „ევროპულ საქართველოს“. ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო…
გიორგი მარგველაშვილმა არ გაითვალისწინა პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნა რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით და მოუწოდა პარლამენტს, არ მიიღოს შეუთანხმებელი საკონსტიტუციო ცვლილებები დაჩქარებული წესით.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცების საქმეზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდებიან. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.
კონსტიტუციური მონარქიის შესახებ მიმდინარე დისკუსიას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ენძელა მაჭავარიანი გამოეხმაურა. მაჭავარიანს მიაჩნია, რომ კონსტიტუციური მონარქიის შემოღების საკითხი საზოგადოების, პატრიარქის და ღმერთის გადასაწყვეტია.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს შეხვდნენ. საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, კახაბერ გოგოტიშვილის ინფორმაციით, საუბრის ძირითადი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები და…
საკონსტიტუციო მონარქიის საკითხზე აუცილებლად გვექნება შეხვედრა პატრიარქთან და ამ შეხვედრის შემდეგ შეგვეძლება განცხადებების გაკეთება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ილია მეორეს ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სამეფო ტახტის…
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დათანხმდა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეთავაზებას, კონსტიტუციის პროექტზე ერთობლივი განხილვების გამართვის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა არ გამორიცხავს, რომ თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმეში ქართული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11