weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პოლიტიკა

ილია ელოშვილი ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. ის კახა კალაძეს შეცვლის, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის კანდიდატია. 

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა ოფიციალურად წარადგინა. როგორც ელისაშვილმა წარდგენისას განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად თბილისის ხელისუფლება შეიცვლება.

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს ალეკო ელისაშვილს თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად საინიციატივო ჯგუფი ხვალ, 21:00 საათზე, გუდიაშვილის მოედანზე წარადგენს.

2 წელზე მეტია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი დაბურულმინებიანი ავტომობილით გადაადგილდება. „რეგინფოს“ ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მას არაერთხელ მიუთითეს, რომ დაბურვა მოეცილებინა ან მინები გამოეცვალა, თუმცა არ აჯარიმებენ.

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალაქ ზუგდიდის მერობის კანდიდატად პარლამენტის წევრი ლელა ქებურია დაასახელა. ქებურია პარტიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღეს, ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობაზე წარადგინა. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ორგანიზაციის…

მარინე ღვინიაშვილმა, მას შემდეგ რაც მისი შვილი ირაკლი შიოლაშვილი კახეთის გუბერნატორად დაინიშნა, დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე მდებარე 830 000 კვ.მ, ანუ 83 ჰექტარი სახნავი მიწის ნაკვეთი იყიდა, რაშიც 18 000 აშშ დოლარი და 65 000…

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აბსურდულს უწოდებს ქართული მხარის ინფორმაციას, რომ რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი გადმოწიეს და გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერი დადგეს.

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ელისაშვილი დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.

2019 წელს თბილისში მართლმადიდებელ პარლამენტართა გენერალური ასამბლეა გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ასამბლეის საქართველოში ჩატარების გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ რომში მიიღეს.

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად - გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა, - შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]