weather cur horoscope tv
ოქტომბერი 10, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

პოლიტიკა

„ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 30% ხმას „ქართული ოცნების“ კანდიდატს კახა კალაძეს მისცემდა, 19% - დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს, 18% - „ნაციონალური მოძრაობის“…

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობისა და საარჩევნო თემატიკაზე  3 საკანონმდებლო პაკეტს შეეხებოდა, არ გაიზიარა და ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტის მიერ კანონებში შესატან ცვლილებებზე დადებული ვეტოები დაძლია.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ამის შესახებ უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მისმა თანამებრძოლმა, დავით საყვარელიძემ დაადასტურა. საყვარელიძის განცხადებით, საქართველოს ექს-პრეზიდენტს უკრაინაში შესვლა აკრძალული…

პარლამენტარი ოთარ კახიძე ფაშიზმის საწინააღმდეგო აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღის ტარების გამო 500 ლარით დაჯარიმდა. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, კახიძეს ერთი თვით იარაღის ტარებაც აეკრძალა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობა საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირებას გამოეხმაურა. დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. სრულუფლებიანი წარმომადგენლის მურატ ჯიოევის განცხადებით, აქციის გამო ე.წ. საზღვარზე ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს…

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში გაემგზავრა, სადაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს შეხვდება. შეხვედრა დღეს, პატრიარქის რეზიდენციაშია დაგეგმილი.

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ პრემიერ-მინისტრის მიერ სეკულარიზმის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სახიფათოს და ანტიკონსტიტუციურს უწოდებს. „რესპუბლიკელების“ განცხადებით, პრემიერმა სასწრაფოდ უნდა განმარტოს, თუ რატომ გასცდა კონსტიტუციას.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეკლესია და სახელმწიფო დამოუკიდებელია, სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა. ამის შესახებ პრემიერმა სოფელ სნოში განაცხადა, სადაც ახალი სასტუმროს გახსნას კათალიკოს-პატრიარქთან ერთად დაესწრო.

მარნეულის გამგებლობის კანდიდატი „ევროპული საქართველოდან“ ახმედ იმამკულიევი იქნება. იმამკულიევი პარტიის ლიდერებმა გიგი უგულავამ, დავით ბაქრაძემ და გიგა ბოკერიამ გუშინ, მარნეულში წარადგინეს.

საქართველოს პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო. ერთ-ერთი ვეტო 7 თვითმმართველი ქალაქისთვის - თელავისთვის, ოზურგეთისთვის, ზუგდიდისთვის, გორისთვის, ამბროლაურისთვის, მცხეთისთვის და ახალციხესთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას ეხება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]