weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2024

პოლიტიკა

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ზეიკიძე გათავისუფლების მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა „რეგინფოს“ ინფორმაციით, ეს საკადრო ცვლილება საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ…

თბილისის მერის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე იქნება. ეს გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს. პოლიტსაბჭოს წევრების განცხადებით, მათ მხოლოდ კალაძის კანდიდატურა განიხილეს და მას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე, ვლადისლავს სურკოვი ჩავა და დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდება. 3 ივლისს, სოხუმში დაგეგმილ შეხვედრაზე რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარებას განიხილავენ.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს 31 ივლისს ეწვევა. მაიკ პენსი სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, პრეზიდენტ მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება. ისინი საქართველოში ნატოს საწვრთნელ ცენტრს მოინახულებენ.

„საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ბლოკირებულია, ვინაიდან არ არის კონსენსუსი კონსტიტუციის პროექტზე, რომელიც შესწავლილი იყო ვენეციის კომისიის მიერ“, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიებზე მორიგ არალეგიტიმურ მოქმედებებს ახორციელებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობა ფართომასშტაბიანი ერთობლივი წვრთნების ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

სექტემბერში საქართველოს პარლამეტის წევრები იტალიელ კოლეგებს ფეხბურთს ეთამაშებიან. ამის შესახებ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესს დაესწრება, რომელიც კონსტიტუციური პრინციპების დაცვასა და გამოყენებაში საკონსტიტუციო სასამართლოების როლს შეეხება.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება. ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]