საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განცხადა, რომ მოსახლეობას რუსეთის შემადგენლობაში შესვლა სურს და ამისთვის შესაბამისი პირობები უნდა შეიქმნას. ამ სახკითხზე ბიბილოვმა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხთან ინტერვიუში ისაუბრა.
ანტისაოკუპაციო მოძრაობამ „ძალა ერთობაშიამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა – „დროამ“, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ ანტისაოკუპაციო საბჭო შექმნეს. ამის შესახებ განცხადება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ კირბალში გაკეთდა.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ უკრაინის უმღალეს რადაში საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობის საკითხზე კომისიის შექმნა განიხილება. ამის შესახებ ბოკუჩავამ დღეს,…
ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ექსპრემიერ გიორგი გახარიას თანაპარტიელის არჩევა არ დაუშვს. შენგელია დედის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას…
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებულ პარლამენტარს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა, რომელიც მან 20 დღეში უნდა გადაიხადოს. გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა მიიღო.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ასარჩევად შექმნილმა საკონკურსო კომისიებმა თითოეულ თანამდებობაზე 3-3 კანდიდატი შეარჩიეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინეს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი დაბრუნების შემდეგ ქვეყანა მთლიანად შეიცვალა და პოლიტიკური პროცესები დაიძრა. სააკაშვილმა ყურადღება გაამახვილა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერი დეპუტატის არჩევაზე.
პროკურატურამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობდან“ პარლამენტის წევრის და რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატის, დავით კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე ეხება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ, რუსთავში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან…
საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა, სალომე ზურაბიშვილმა და ანდჟეი დუდამ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს. ერთობლივი განცხადებები მათ თბილისში შეხვედრის შემდეგ გააკეთეს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ წნელისში ჩავიდა. ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიბილოვი მოსახლეობას და „სასაზღვრო პუნქტის“ თანამშრომლებს შეხვდა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11