საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დღეიდან ოთარ შამუგია უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შამუგიას წარდგენისას ხაზი გაუსვა, რომ ის სოხუმიდან დევნილია და „თავისი კეთილსინდისიერი და პატიოსანი შრომით მიაღწია მინისტრობას“.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ნათია თურნავას ნაცვლად, ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს.
„პუტინი, რომელიც ვეღარ ახერხებს უკრაინაში შეჭრას, მისი „პლან ბ“ არის შიდა ქართლის ანექსია, რუსეთის ტერიტორიაზე მიერთება“, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკების არ აღიარება მათ შორის გამართული საიდუმლო შეხვედრების შედეგია.
პარტიამ „ერთიანი ოსეთი“ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად ისევ ანატოლი ბიბილოვი წარადგინა. გადაწყვეტილება პარტიის ყრილობამ მიიღო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ღალატი იქნება, თუ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს. როგორც მელიამ განაცხადა, ვერ დაეთანხმება მოსაზრებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რეგრესს განიცდის.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი იზოლაციის ვადის შემცირებაზე იმსჯელებენ.
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას აღიარებს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეტყვის, რომ ამის აუცილებლობა არსებობს. ამის…
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. როგორც მან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შალვა პაპუაშვილთან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელების…
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დეპუტატ ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, რომლითაც ჯაფარიძე თაღლითობაშია დამნაშავედ…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11