weather cur horoscope tv
მაისი 19, 2024

სპორტი

მოსკოვში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ოფიციალური ბურთის პრეზენტაცია შედგა, რომელსაც ლიონელ მესი, ზინედინ ზიდანი, კაკა, ალესანდრო დელ პიერო, შაბი ალონსო და ლუკას პოდოლსკი ესწრებოდნენ.

რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული ზონის შესარჩევი პლეი-ოფის მატჩები ხორვატიისა და შვეიცარიის საფეხბურთო ნაკრებებმა დამაჯერებლად მოიგეს და მუნდიალზე ასპარეზობასთან ძალზე ახლოს არიან.

ვეტერანი ესპანელი მეკარე იკერ კასილასი 2017 წლის Golden Foot-ის გამარჯვებული გახდა. უნიკალური პრიზი, რომლის მოგების შანსი ფეხბურთელებს მხოლოდ ერთხელ აქვთ, 28 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს კარიერაში მიღწეული წარმატებებისთვის გადაეცემათ.

საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა 3-ის ე.წ. ზედა ჯგუფში მეორე ეტაპზე მოასპარეზე კლუბმა „თელავმა“ სტუმრად ხობში ადგილობრივი „კოლხეთი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ფაქტობრივად გაინაღდა პლე-ოფის ზონაში სათამაშო ადგილი.

სარაგბო კლუბ „კარდიფ ბლუზის“ აკადემიის 16-წლამდელთა გუნდმა საქართველოში 1 კვირა გაატარა. აკადემიების ოთხთა ტურნირის დასრულების შემდეგ, უელსელებს ერთი თავისუფალი დღე ჰქონდათ და საქართველოს რაგბის კავშირმა მათ საინტერესო ტური კახეთში მოუწყო.

7-12 ნოემბერს, იტალიის დედაქალაქი რომი მასპინძლობს პარამოფარიკავეთა მსოფლიოს პირველობას, სადაც მედლებისთვის ქართველი სპორტსმენებიც იბრძვიან. საქართველოს ნაკრების ლიდერმა, ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა იტალიაში წარმატებით იასპარეზა და ბ-ჯგუფში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. რომში მიმდინარე გათამაშებაში,…

უკრაინაში დაბადებული და შემდეგ თბილისში გაზრდილი ახალგაზრდა ფეხბურთელი ანტონ შვეცი, რომელიც „ნორჩი დინამოს“ რიგებშიც გამოდიოდა, რუსეთის ეროვნულ ნაკრებში არგენტინასა და ესპანეთთან მატჩებისთვის გამოიძახეს.

ბრიტანულმა კონსტრუქტორმა „პერინმა“ ახალი სპორტული ელექტრომობილის შექმნაზე მუშაობა დაიწყო. ავტომობილი LMP1-ის პროტოტიპს გაეჯიბრება და მომავალში ლე მანის სადღეღამისო მარათონზე გამოვა.

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე გამართული გუნდური ევროპის ჩემპიონატი მე-2 ადგილზე დაასრულა და ვერცხლის მედლები მოიპოვა. დასკვნით მე-9 ტურში ქართველი მოჭადრაკეები იტალიელებს დაუპირისპირდნენ და იოლი გამარჯვება იზეიმეს –…

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა 3-5 ნოემბერს სომხეთის დედაქალაქ  ერევანში გამართული საერთაშორისო ტურნირი 11 მედლით ჩაამთავრა. შეჯიბრებაზე, რომელზეც საქართველოს გარდა მონაწილეობა რუსეთის, ირანისა და სომხეთის ასაკობრივმა გუნდებმა მიიღეს, ქართველმა…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]