weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის გრან-სლემის სამგზის გამარჯვებულია. ქართველმა ძიუდოისტმა 100 კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, კორეელი გუამ ჩო, ხოლო ფინალში 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, იაპონელი…

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში რუმინეთი ანგარიშით 18:9 დაამარცხა და ანთიმოზ ივერიელის თასს დაეუფლა.

ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში გასამართ ევროპის რიგით მე-14 ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 6 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. ფესტივალი 10-15 თებერვალს ჩატარდება და მასში ევროპის 46 ქვეყნის 911 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

ბელარუსში, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ალექსანდრე მედვედის სახელობის საერთაშორისო ახალგაზრდული ტურნირი სახელად „მედვეჟონოკი“ (Медвежонок) გაიმართა. მასში მონაწილეობას თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკები იღებდნენ.

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, პრეზიდიუმმა დისკვალიფიკაციის მინიჭებაზე რატომ უნდა იმსჯელოს მაშინ, როდესაც ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან დაპირისპირების შედეგად დაზარალებული თავადაა.

საქართველოს სარაგბო ნაკრების სამწვრთნლო შტაბმა დაასახელა იმ მოთამაშეთა ჩამონათვალი, რომლებიც 2019 წლის პირველ შეხვედრაში, რუმინეთის წინააღმდეგ მიიღებენ მონაწილეობას. „ბორჯღალოსანთა“ შემადგენლობაში სამი დებიუტანტი იქნება.

გასულ კვირას ირანის ნაკრებიდან წასული პორტუგალიელი მწვრთნელი კარლოს კეიროსი კოლუმბიის ეროვნულ გუნდში იმუშავებს. სამხრეთ ამერიკელები უმწვრთნელოდ რუსეთში გამართული მუნდიალის შემდეგ იყვნენ, როდესაც ნაკრები არგენტინელმა ხოსე პეკერმანმა ექვსწლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა.

დადასტურდა ინფორმაცია, რომ ზღვაში ჩავარდნილი თვითმფრინავის ნარჩენებიდან ამოღებული სხეული არგენტინელ ფეხბურთელ ემილიანო სალას ეკუთვნის.

იტალიის დედაქალაქ რომში UEFA-ს რიგით 43-ე კონგრესზე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მხოლოდ მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა მიიღო. იგი ევროპულ ფეხბურთს 2023 წლამდე უხელმძღვანელებს.

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა FIFA-ს მსოფლიო რეიტინგში ორი ადგილით დაიხია უკან და 91-ე ადგილზეა. რეიტინგში ცვლილებები ახლახანს დასრულებულმა აზიის თასის გათამაშებამ გამოიწვია, სწორედ ამიტომ „ჯვაროსნების“ ადგილი უზბეკეთის ეროვნულ გუნდს ერგო.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]