საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს ჭიდაობის ფედერაციასთან გეგა გეგეშიძის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომის პარალელურად იმართება. სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესა და მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შორის დაპირისპირებაა.…
სანკტ პეტერბურგის „ზენიტისა“ და ირანის ნაკრების 24 წლის თავდამსხმელმა სარდარ აზმუნმა ევროპა ლიგის 1/16 ფინალის მატჩში სტამბოლის „ფენერბაჰჩეს“ დუბლი შეუსრულა და საუკეთესო ირანელი ბომბარდირი გახდა ევროთასებზე.
თურქეთში ქართველი ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს. საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ 5 წევრი ქურდობის ბრალდებით ანტალიაში დააკავეს.
საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ჩაკვეტაძე ამჯერად გენუის „სამპდორიას“ დაუკავშირეს. გავრცელებული ცნობით, იტალიური კლუბი ბოლო დროს ბელგიურ ბაზარზე წარმატებით მუშაობს და ზაფხულში „გენტის“ ახალგაზრდა ქართველი ვარსკვლავის შეძენას ეცდება.
UEFA-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე 1/16-ფინალის საპასუხო შეხვედრები გაიმართა. ევროპა ლიგის მერვედფინალში ასპარეზობას 16 ევროპული საფეხბურთო კლუბი აგრძელებს, მათ შორის კი აღარაა ისეთი გუნდები, სადაც ქართველი ფეხბურთელი გამოდის.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთში მასპინძლებთან წააგო (69:81) და მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა.
საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ის გუნდ „ცხინვალის“ 5 ფეხბურთელი ანტალიის პროვინციაში ქურდობის ბრალდებით დააკავეს. საფეხბურთო კლუბი „ცხინვალი“ ანტალიის მახლობლად, პატარა საკურორტო ქალაქ ბელექში შეკრებაზე იმყოფება.
ინფორმაციამ, რის მიხედვითაც კანადელი სპორტსმენი ჟორჟ სენ-პიერი კარიერას ოფიციალურად დაასრულებს, შერეული ორთაბრძოლების სამყარო შოკში ჩააგდო. ხაბიბ ნურმაგომედოვს კი იმედი აქვს, რომ სანამ ეს მოხდება, ისინი ერთმანეთს ოქტაგონზე შეხვდებიან.
2018-2019 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მერვედფინალური ეტაპის პირველი წრე „მანჩესტერ სიტისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ გამარჯვებებით დასრულდა. ორივე მატჩში მოვლენები საინტერესოდ წარიმართა და შეხვედრების ბედი მეორე ტაიმებში გადაწყდა.
UEFA-ს უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე კიდევ ორი მერვედფინალური მატჩი გაიმართა, რომლებიც ერთნაირი ანგარიშით დასრულდა. „ენფილდ როუდზე“ მასპინძელი „ლივერპული“ და მიუნხენის „ბაიერნი“ უგოლოდ გიყარნენ, იგივე შედეგი დაფიქსირდა ლიონში, სადაც „ბარსელონამ“ სუსტ მეტოქეს…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11