საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ერაყში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ხუთი ხელმძღვანელი პირი დააკავეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუბარია 5 ყველაზე მეტად ძებნილ მეთაურზე.
მეცნიერების გამოთვლით, 2018 წელს მსოფლიოს 9 უდიდესი რელიგია ასზე მეტ დღესასწაულს აღნიშნავს. ყოველდღე, მსოფლიოს რომელიღაც წერტილში რიტუალი ან შესაწირი მზადდება რელიგიური დღისთვის, იქნება ეს რომაული კათოლიციზმი თუ ინდუიზმი.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთმანეთს 12 ივნისს, სინგაპურში შეხვდებიან. ამის შესახებ ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა.
გასულ კვირას ჰავაიზე ამოფრქვეული ვულკანების გამო ევაკუირებულ მოსახლეობას შესაძლოა სახლებში დაბრუნება არც ისე მალე მოუწიოთ, რადგან ვულკან კილაუეას ამოფრქვევა კვლავ გრძელდება. განდაგურებულია სულ მცირე 35 სტრუქტურა და დაფარულია დაახლოებით 75…
ბერლინში, შრომითი საკითხების განმხილველმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქალაქის სკოლას შეეძლო დაწყებითი კლასების მუსლიმი მასწავლებლისთვის სკოლაში ჰიჯაბის ტარება აეკრძალა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მასწავლებლის სარჩელი, რომლითაც ის მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას…
ირანის პარლამენტში ამერიკის შეერთებული შტატების დროშა და ბირთვული შეთანხმების ასლი დაწვეს. ამით კანონმდებლებმა შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. პარლამენტარებმა აშშ-ის ქმედებაზე პროპორციული პასუხის გაცემა მოითხოვეს.
რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სახელმწიფო დუმამ ვლადიმერ პუტინის მიერ წარდგენილი კანდიდატი - დიმიტრი მედვედევი დაამტკიცა. 433 დეპუტატიდან მედვედევის კანდიდატურას მხარი 374-მა დაუჭირა, წინააღმდეგი 56 იყო.
იერუსალიმში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან არსებულ მოედანს სახელს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პატივსაცემად დაარქმევენ. ამის შესახებ იერუსალიმის მერმა ნირ ბარკატმა განაცხადა.
პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.
რუსეთის დედაქალაქში რუსეთის არჩეული პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონია დასრულდა. პუტინი ოფიციალურად შეუდგა პრეზიდენტის უფლებამოსილების მეოთხე ვადით განხორციელებას. ის ქვეყნის სათავეში კიდევ 6 წლის განმავლობაში იქნება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11