weather cur horoscope tv
მაისი 04, 2024

მსოფლიო

რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ინდოეთის ქალაქ ნაგპურში მცხოვრები 24 წლის ჯიოტი კისანჯი ამგე გინესის რეკორდსმენია - იგი პლანეტის ყველაზე დაბალი ქალის სტატუსს ატარებს. მისი სიმაღლე სულ რაღაც 62.8 სანტიმეტრია.

ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის დასავლეთით მდებარე ფარაჰის პროვინციაში რადიკალური დაჯგუფება თალიბანის სამასამდე მებრძოლი გაანადგურეს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ (РИА Новости) უკრაინული განყოფილების დირექტორი კირილ ვიშინსკი დააკავა. უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ  ვიშინსკის დაკავების იურიდიული საფუძველი აქვთ.

ღაზას სექტორის საზღვართან ისრაელის სამხედრო ძალების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად სულ მცირე 55 პალესტინელი დაიღუპა. „ბი ბი სის“ ცნობით, ღაზას წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაშავებულია 2700 ადამიანი.

14 მაისს, ისრაელში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში ოფიციალურად გადაიტანეს. აშშ-მა ამ ნაბიჯით იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.

რუსეთის ფედერაციაში, ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში ტყის მასივები იწვის, ხანძარი ტაიგაში 60 000 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გავრცელებული. ყველაზე რთული ვითარება ამურის ოლქში და ბაიკალის მხარეშია, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

რომის პაპის კუთვნილი ავტომობილი Lamborghini Huracan სოთბის აუქციონზე 715 000 ევროდ გაიყიდა. თანხა პაპს გადაეცემა, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ მას სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდს გაუნაწილებს.

აშშ-მა სანქციები დაუწესა სამ ირანულ კომპანიასა და ექვს ირანელ ფიზიკურ პირს, რომლებიც ვაშინგტონის მონაცემებით, ირანის „ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსს“ აფინანსებენ.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]