weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მსოფლიო

ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ კლარუპი ნად ვლტავოუში სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა აფეთქებას, რომელიც დედაქალაქ პრაღიდან ჩრდილოეთით, 30 კილომეტრში მდებარე ქიმიურ ქარხანაში მოხდა.

კიევში, უმაღლესი რადას დეპუტატი და ყოფილი სამხედრო მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერაქტების მომზადების ბრალდებით დააკავეს. დღეს უკრაინის პარლამენტმა სავჩენკოს იმუნიტეტი მოუხსნა და მის დაკავებას მხარი დაუჭირა.

აღმოსავლეთ ინდოეთის შტატ ოდისაში მდებარე ერთ-ერთ სოფელში 18 წლის გოგონა სახელად უმა ორამი სმარტფონის აფეთქებისგან მიღებული დაზიანებებით დაიღუპა. გოგონას ძმის თქმით, უმა ორამი ტელეფონზე საუბრობდა, როდესაც იგი დასატენად ჩართო და…

რუსეთის დუმამ აკრედიტაცია გაუუქმა რამდენიმე მედიასაშუალებას, რომელთა ჟურნალისტებმაც საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში მუშაობაზე უარი პროტესტის ნიშნად თქვეს. 

უმსხვილეს სოციალურ ქსელ Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი მილიონობით მომხმარებლის მონაცემების გაჟონვას გამოეხმაურა და მათ Facebook-ის პირადი გვერდიდან მიმართა.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე ერთ-ერთი მეჩეთის წინ დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა. მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. დაღუპულთა უმრავლესობა სამოქალაქო პირია.

ბრიტანელი ფიზიკოსის, სტივენ უილიამ ჰოკინგის ფერფლს ვესტმინსტერის სააბატოში, ისააკ ნიუტონის საფლავის გვერდით დაკრძალავენ. წმინდა პეტრეს სახელობის ეკლესიის დიაკვნის თქმით, პროფესორი ჰოკინგის ფერფლის საცავი ასევე ახლოს იქნება ჩარლზ დარვინის საფლავთან.

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. რამდენიმე წელია, მათ რიცხვში საქართველოცაა.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააკავეს. სარკოზის დაკავება დაკავშირებულია 2007 წელს მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმის გამოძიებასთან.

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების გამო უკრაინა ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთს სანქციები დაუწესოს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპელ პარტნიორებს წარუდგინა დაახლოებით 140 ადამიანის სია, რომლებიც ყირიმში არჩევნების ორგანიზებაში იყვნენ…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]