weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მსოფლიო

უკრაინის დედაქალაქ კიევში კარვების ქალაქი დაშალეს, რომელიც უმაღლესი რადას შენობის წინ მიხეილ სააკაშვილის მხარდმჭერებმა და ოპოზიციურმა ძალებმა ოთხი თვის წინ მოაწყვეს. დემონტაჟის დროს შეტაკება მოხდა პოლიციის სპეცდანაყოფების მებრძოლებსა და დემონსტრანტებს…

უკრაინის მედიკამენტების კონტროლის სახელმწიფო სამსახურმა დროებით აკრძალა პრეპარატის „ნოვოკაინ-დარნიცას“ მოხმარება და რეალიზაცია. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ნოვოკაინის გამოყენების შედეგად პაციენტი დაიღუპა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2 მარტს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას გულისხმობს.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთით მდებარე იტურის პროვინციაში ეთნიკურ ნიადაგზე შეტაკებას დროს 49 ადამიანი დაიღუპა. საქველმოქმედო კათოლიკურ ორგანიზაცია „კარიტასის“ (Caritas) წარმომადგენელთა თქმით, გარდაცვლილების გარდა არიან უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანებიც.

ლონდონელმა არტ-კურატორმა ჰარი სმიტმა მდიდარი ანონიმური კლიენტების სახელით 113 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯა პაბლო პიკასოს 13 ნამუშევრის შესაძენად.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შეცდომა იყო 2004 წელს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ცოლ-ქმრულ ღალატზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებაზე უარის თქმა. ერდოღანის აზრით, ეს საკითხი უნდა გადაიხედოს და…

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ქვეყანამ განავითარა და წარმატებით გამოსცადა ახალი ბირთვული იარაღი, მათ შორის ბირთვული ფრთოსანი რაკეტა და ბირთვული წყალქვეშა დრონი, რომელიც დაცულია მოწინააღმდეგის ანტისარაკეტო სისტემებისაგან.

ამერიკელმა ქუჩის ხელოვანმა სახელად Sabo, რეჟისორ მარტინ მაკდონაჰის წლევანდელი ოსკარების ნომინანტი ფილმის (Three Billboards Outside Ebbing, Missouri) სიუჟეტი გამოიყენა და ლოს ანჯელესის გარეუბან ჰოლივუდში პროვოკაციული შინაარსის მქონე სამი ბილბორდი დაკიდა,…

თურქმენეთში, ქალთა საერთაშორისო დღესთან, 8 მარტთან დაკავშირებით, ქალებს ქვეყნის პრეზიდენტისგან 40 მანათი (11 დოლარი) გადაეცემათ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

არქეოლოგებმა ეგვიპტეში აქამდე უცნობი, ათასწლეულების განმავლობაში ხელუხლებელი ნეკროპოლისი აღმოაჩინეს. 2000 წლის მასიური სამარხი ძველი ეგვიპტის გვიანდელ პერიოდს, პტოლემეების დინასტიას ეკუთვნის.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]