საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც სირიაში შესაძლო ქიმიური თავდასხმის გამოსაძიებლად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნას ითვალისწინებდა, რუსეთმა ვეტო დაადო.
პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სირიის ქალაქ დუმაზე, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ, 7 აპრილს განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლთა სიმპტომები მიანიშნებს გარკვეული ტიპის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენებაზე.
Facebook-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი სენატის იურიდიული და ვაჭრობის კომიტეტების წინაშე წარდგება. ცუკერბერგმა ბრიტანული ანალიტიკური კომპანია Cambridge Analytica-ს საქმესთან დაკაშირებით კონგრესმენების შეკითხვებს უნდა უპასუხოს.
გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში, ქალაქ მიუნსტერში, სატვირთო ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა, 30-მდე კი დაშავდა, მათგან ექვსი - მძიმედ. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის სავარაუდო…
ისრელისა და ღაზას სექტორის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შედეგად, პარასკევს, სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა. The Guardian-ის ინფორმაციით, პალესტინელები აცხადებენ, რომ დაღუპულებს შორის 16 წლის მოზარდი და ჟურნალისტიც არიან.
კვერცხის მხატვრობა ასობით, შესაძლოა, ათასობით წლის წინ გაჩნდა, თუმცა უცნობია, რომელი ქვეყნიდან იღებს ის სათავეს. დღეს მოხატული კვერცხი ასოცირდება აღდგომასთან - დღესასწაულთან, რომელსაც ქრისტიანები სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავენ.
Facebook-ის ხელმძღვანელობამ დაანონსა, რომ სოციალურ ქსელში არსებულ ყველა მეტნაკლებად პოპულარულ გვერდს შეამოწმებს და მათი მფლობელების ვინაობას დაადგენს. ამ გზით კომპანია ყალბი ანგარიშების, ცრუ ახალი ამბების გავრცელებისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას…
სტეფანწმინდაში, მყინვარწვერზე დაღუპული ბელგიელი მთამსვლელის ცხედარი მაშველებმა ვერტმფრენით გადმოასვენეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები, რომელიც ცუდი ხილვადობის გამო გუშინ საღამოს შეწყდა, დღეს, დილის 8 საათიდან განახლდა.
სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტი პაკ კინ ჰე ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ სცნეს და 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ბრალი კორუფციის 18 სხვადასხვა ბრალდებით წაუყენეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11