weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

მსოფლიო

3 ივნისს, ლონდონში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება მათ საკუთარი საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით გაავრცელეს.

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა, დაშავებულია 48 ადამიანი. პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის განცხადებით, მომხდარი შესაძლოა განხილული იქნეს როგორც ტერორისტული აქტი.

ლონდონში, 3 ივნისს, გვიან ღამით მომხდარი თავდასხმების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. მიკროავტობუსი, რომლითაც თავდამსხმელები გადაადგილდებოდნენ, ლონდონის ხიდზე შეიჭრა და ფეხით მოსიარულეები გაიტანა. ამის შემდეგ დანებით შეიარაღებული თავდამსხმელები…

ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი თურქი ალ-ბინალი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი NBC ავრცელებს.

ერაყის სამთავრობო ჯარმა ქალაქ მოსულში კიდევ ერთი რაიონი დაიკავა, რომელსაც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებდა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის ვიზის გაცემის წესს ამკაცრებს. ვიზის მიღების მსურველებს ახალი აპლიკაციის შევსება მოუწევთ, სადაც უნდა მიუთითონ ბოლო 5 წლის განმავლობაში სოციალურ ქსელებში გამოყენებული სახელები და 15 წლის დეტალური…

მოლდოვისა და ესტონეთის საპასუხოდ, რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან მოლდოველი და ესტონელი დიპლომატები გააძევა. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, უახლოეს დღეებში რუსეთი ხუთმა მოლდოველმა და ორმა ესტონელმა დიპლომატმა უნდა დატოვოს.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დღეს მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 350 კი დაიჭრა. ავტომანქანა, რომელშიც ბომბი იყო მოთავსებული, გერმანიის საელჩოს მახლობლად აფეთქდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა…

მოლდოვის მთავრობამ რუსეთის საელჩოს ხუთი თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, მოლდოვის გადაწყვეტილება უხეში პროვოკაციაა, რომელსაც მკაცრ პასუხს გასცემენ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები Russia Today და Sputnik გააკრიტიკა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და პროპაგანდაში დაადანაშაულა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]