საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს, განაცხადა, რომ თელ-ავივისა და ცენტრალური ისრაელის მიმართულებით 130 რაკეტა გაისროლეს. დაჯგუფების განცხადებით, ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ ღაზაში მრავალსართულიანი საცხოვრებლის დაბომბვაზე.
ისრელის არმიამ ორშაბათ საღამოდან პალესტინური დაჯგუფების, „ჰამასის“ სამხედრო ობიექტების მიმართულებით საჰაერო დარტყმების განხორციელება დაიწყო. ისრაელი აცხადებს, ეს არის ღაზას სექტორიდან სარაკეტო თავდასხმაზე პასუხი. გამოცემა „გარდიანის“ ცნობით, ღაზას ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა…
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინების გადაუდებელი გამოყენების სიაში შეტანასთან დაკავშირებით თავის შეფასებას მომდევნო კვირაში გამოაქვეყნებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწემ მარიანჯელა…
რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებული შტატები „არამეგობრული სახელმწიფოების“ სიაში შეიყვანა. აღნიშნული სიის ქვეყნები შეზღუდული იქნებიან, თავიანთ დიპლომატიურ მისიებში რუსეთის მოქალაქეები დაასაქმონ.
NATO-ს გენერალური მდივანი დონბასში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. იენს სტოლტენბერგი უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნას აფასებს როგორც „გაუმართლებელს, აუხსნელს და შემაშფოთებელს“.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს შეატყობინა, რომ მისი ორი სამხედრო ხომალდი თურქეთის სრუტეებს გაივლიან შავ ზღვაში განლაგების მიზნით. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტები ჩინური ვაქცინების – „სინფარმისა“ და „სინოვაქსის“ ავტორიზაციის საკითხს სავარაუდოდ აპრილის ბოლოს განიხილავენ. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ორგანიზაციის პრესსპიკერმა განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მას უფლებას აძლევს, სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე 2036 წლამდე დარჩეს.
თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პროვინცია ართვინის ერთ-ერთ პატარა სოფელში ხანძრის შედეგად 50-მდე სახლი დაიწვა. შემთხვევა გუშინ, 17 მარტს მოხდა.
საფრანგეთის პარლამენტის წევრებმა ერთმად დაუჭირეს მხარი კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების დაცვას გაუპატიურებისა და უკანონო სქესობრივი ურთიერთობებისგან. კანონპროექტი პარლამენტის ზედა პალატამ - სენატმაც უნდა დაამტკიცოს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11