weather cur horoscope tv
მაისი 04, 2024

მსოფლიო

იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 42-მდე გაიზარდა. იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე კუნძულზე ჩავიდა და დაზარალებული რაიონები თავად მოინახულა.

რუსეთისა და სირიის სამხედრო ძალებმა მასშტაბური ავიადარტყმები განახორციელეს იდლიბის პროვინციაზე. წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავებმა ათობით ბომბი ჩამოყარეს, რა დროსაც სულ ცოტა ოთხი სამოქალაქო პირი, მათ შორის ორი ბავშვი დაიღუპა.

ბრაზილიაში ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი ჟაირ ბოლსონარო დაჭრეს. პოლიტიკოსს მინას ჟერეისის შტატში, წინასაარჩევნო კაპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრისას ცივი იარაღით მუცელში მიაყენეს ჭრილობა.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის შიიტურ რაიონში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და 70-მდე დაიჭრა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

იაპონური მედიის ინფორმაციით, კუნძულ ჰოკაიდოზე მომხდარი 6.7 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. მიწისძვრის და ძლიერი ბიძგით გამოწვეული მეწყრის შედეგად დაშავდა 125 ადამიანი, 39 კი დაკარგულად ითვლება. მთიან რაიონებში…

ინდოეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის სექსუალური კავშირი სისხლის სამართლის წესით აღარ დაისჯება. ისტორიული გადაწყვეტილება სასამართლოს კოლეგიამ ერთსულოვნად მიიღო.

ეგვიპტელმა არქეოლოგებმა ნილოსის დელტაში იშვიათი საგანძური, უძველესი სოფლის ნაშთები აღმოაჩინეს, რომლებიც ძვ. წ. 5000 წლით თარიღდება. ძეგლი ხეოფსის პირამიდაზე 2500 წლით ძველია და ერთ-ერთი უძველესია ამ რეგიონში აღმოჩენილთა შორის.

იაპონიას ტაიფუნმა „ჯებიმ“ გადაუარა, რაც ბოლო 25 წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ძლიერია. სტიქიამ 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავებულია 300-მდე პირი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოსკოვში, პარკ „პატრიოტის“ ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძრის აშენებას გეგმავს. ვებ-გვერდ www.hram.mil.ru-ზე ვკითხულობთ, რომ მასშტაბური ტაძრის კომპლექსი სიმბოლურად უნდა ასახავდეს „სულიერებას რუსული ჯარისა, რომელიც მახვილს მხოლოდ…

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]