weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

მსოფლიო

ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის უკანასკნელი ნების შესაბამისად, მის დაკრძალვაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ იქნება დაპატიჟებული. ცერემონიაზე ყოფილ პრეზიდენტებს - ჯორჯ ბუშ უმცროსსა და ბარაკ ობამას მიიწვევენ.

ბელგიის ქალაქ გენტის პორტში პოლიციამ ბრაზილიიდან შესული ორი კონტეინერი აღმოაჩინა, რომელშიც ორი ტონა კოკაინი ინახებოდა. ერთკილოგრამიან 1900-ზე მეტ შეფუთვაზე რუსეთის მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ (Единая Россия) ლოგო იყო დაბეჭდილი.

ამერიკელმა სენატორმა, 81 წლის ჯონ მაკკეინმა გადაწყვიტა, თავის ტვინის კიბოს მკურნალობა აღარ გააგრძელოს. ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სენატორმა უკვე იმაზე დიდხანს იცოცხლა, ვიდრე ამას ბევრი ელოდა.

გერმანიის დედაქალაქში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, 31 წლის მაგომედ-ალი ს., რომელსაც ბრალად ტერაქტის მომზადება ედება.

ანკარაში უცნობმა პირებმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შენობას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

შვედეთში, 24 წლის მუსლიმმა ქალმა, რომელმაც გასაუბრების დროს მამაკაცისთვის ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვა და ამის გამო გასაუბრებიდან გამოუშვეს, სასამართლოში დავა მოიგო. BBC-ის ინფორმაციით, სასამართლომ დისკრიმინაცია დაადგინა და დამსაქმებელ კომპანიას ქალის…

ცნობილი განელი დიპლომატი და გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. The Guardian-ის ინფორმაციით, კოფი ანანი მცირე დროის განმავლობაში ავადმყოფობდა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია კი მისმა ფონდმა…

ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთით, კერალას შტატში, წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 324 ადამიანი დაიღუპა, 200 ათასზე მეტი კი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. BBC-ის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ბოლო ას წელში ეს ყველაზე მასშტაბური…

ამერიკის შეერთებულ შტატებში, დეტროიტში, „სოულის დედოფალი“ არეტა ფრანკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. BBC-ის ინფორმაციით, 2010 წელს მას კიბო აღმოაჩნდა, რის გამოც გასულ წელს მუსიკალურ კარიერაზე უარი თქვა.

ჩრდილოეთ იტალიაში, ქალაქ გენუაში 1182-მეტრიანი საავტომობილო ხიდის მონაკვეთის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 35-ს მიაღწია, დაშავებულია სულ მცირე 15 ადამიანი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]