საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
იტალიაში, ქალაქ გენუაში 50 მეტრი სიმაღლის საავტომობილო ხიდის ჩანგრევის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, ხიდი მის ქვეშ გამავალ სარკინიგზო გზაზე ჩავარდა და ავტომობილები ჩაიყოლა.
ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების საპასუხოდ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გეგმავს ამერიკულ ელექტრონულ პროდუქციას ბოიკოტი გამოუცხადოს.
საბერძნეთში კვლავ ხანძარია. ამჯერად ცეცხლი კუნძულ ევიაზე ტყეს უკიდია. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, სოფლებიდან - კონტოდესპოტიდან და სტავროსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
დასავლეთ საფრანგეთში მდებარე თემატურ პარკ Puy du fou-ს სპეციალურად გაწვრთნილი ყვავები ალაგებენ. Le Рarisien-ის ინფორმაციით, ფრინველები სიგარეტის ნამწვავებს და წვრილ ნარჩენებს აგროვებენ, სპეციალურ კონტეინერებში ათავსებენ და ამის სანაცვლოდ, საკვებს იღებენ.
რუსეთის ფედერაციაში შემავალ კარელიის რესპუბლიკის სოფელ კონდოპოგაში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია დაიწვა. 42 მეტრი სიმაღლის ეკლესია რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხის შენობა იყო და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ სიეტლის საერთაშორისო აეროპორტიდან 29 წლის მექანიკოსმა გაიტაცა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქული ლირის რეკორდულ გაუფასურებასთან დაკავშირებით მოქალაქეებს მოუწოდა არ იღელვონ და ყურადღება არ მიაქციონ თურქეთის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს.
ავღანეთში, ღაზნის პროვინციის დედაქალაქზე ასობით თალიბი მებრძოლის მიერ განხორციელებულ ფართომასშტაბიან შეტევისას სულ მცირე 14 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა, 20 კი დაიჭრა. ავღანეთისა და შეერთებული შტატების სარდლობების ცნობებით, ქალაქ ღაზნიზე შეტევა დილის…
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ აშშ-ის დასკვნით, რუსეთმა ბრიტანეთში მამა-შვილ სკრიპალებზე თავდასხმის დროს ქიმიური იარაღი გამოიყენა, რის გამოც ვაშინგტონმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.
შვედეთის უმაღლესი წერტილი კებნეკაისეს მასივის სამხრეთ მწვერვალია, თუმცა მთამ შესაძლოა ეს ტიტული დიდხანს ვეღარ შეინარჩუნოს, რადგან განსაკუთრებულად ცხელი კვირის შემდეგ მთამ დაპატარავება დაიწყო.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11