საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ჩეჩნეთში, სოფელ გელდაგენში, ყოფილი რუსი პოლკოვნიკის, იური ბუდანოვის მოკვლისთვის მსჯავრდებული და ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იუსუპ ტემირხანოვი დაკრძალეს. დაკრძალვაზე ათი ათასობით ადამიანი მივიდა, მათ შორის ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვიც იყო.…
ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის დისშვილი გროზნოს მერად დანიშნეს. ეს გადაწყვეტილება 26 ივლისს, ქალაქის საბჭომ საგანგებო სხდომაზე მიიღო.
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს ადანაშაულებენ 2008 წელს, საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივ ჩახშობაში, რასაც ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქოჩარიანს ბრალი საკონსტიტუციო წყობის დამხობის მუხლით წარედგინა.
სომხეთის ვიცე-პრემიერი მგერ გრიგორიანი გამოდის ინიციატივით, რომ სომხეთმა და საქართველომ ტურისტებს ერთობლივი ტურისტული პაკეტები შესთავაზონ. გრიგორიანის თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის გააქტიურება შესაძლებელია.
სომხეთში, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ძმისშვილს, აიკ სარგსიანს, რომელსაც ბრალად მკვლელობის მცდელობა ედება.
აზერბაიჯანში, ქალაქ განჯაში საპროტესტო აქციის დროს მიყენებული ჭრილობების შედეგად პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა. შემთხვევა 10 ივლისს მოხდა, როდესაც 200-მდე ადამიანმა განჯის მერზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის მხარდასაჭერად ქალაქის ადმინისტრაციასთან არასანქცირებული…
სომხეთის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაკითხვაზე ქვეყნის ექს-პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დაიბარა. საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ქოჩარიანი 2008 წლის დასაწყისში გამართული დემონსტრაციების დროს მოქალაქეების მკვლელობის საქმეზე ჯერ-ჯერობით მოწმედაა დაბარებული.
„ლივერპულის“ ეგვიპტელმა ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვთან ერთად გამოჩენის გამო შესაძლოა ეგვიპტის ეროვნული ნაკრები დატოვოს. ტელეკომპანია CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სალაჰი უკმაყოფილოა მისი ვიზიტის დროს ჩეჩნეთში შექმნილი სიტუაციით,…
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკუთარ მრჩევლად ჩეჩნეთის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე აბუბაქრ ედელგერიევი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრეს-სამსახური ავრცელებს.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა ეგვიპტელი ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი ჩეჩნეთის საპატიო მოქალაქის წოდებით დააჯილდოვა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11