საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შერეული საბრძოლო ხელოვნების კლუბ UFC–ის დაღესტნელმა ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჩეჩნეთისა და დაღესტნის საზღვრის გახმაურებულ კონფლიქტზე კომენტარი გააკეთა.
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჩეჩნეთ-დაღესტნის საზღვარზე ახალი საგზაო ნიშნის -„ჩეჩნეთის რესპუბლიკა, შელკოვის რაიონი“ - განთავსებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და გააკრიტიკა დაღესტნელები, რომლებმაც საპროტესტო აქციები გამართეს.
შალინის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩეჩენი უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ ჩეჩნეთის ფილიალის ხელმძღვანელი ოიუბ ტიტიევი, რომელიც დიდი რაოდენობით მარიხუანის შენახვისთვისაა მსჯავრდებული, პატიმრობიდან გათავისუფლდა.
ჩეჩნეთსა და ინგუშეთში მცხოვრები და 2000-იან წლებში, რუსი სამხედროების სპეცოპერაციების მიმდინარეობისას უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 20 ადამიანის ნათესავებს რუსეთმა 1.64 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვლთა სტატუსის შესახებ გაერომ მორიგი რეზოლუცია მიიღო. 4 ივნისს, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე რეზოლუციას მხარი 79-მა ქვეყანამ…
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანს დამოუკიდებლობის დღეს, 28 მაისს ულოცავს. ამის შესახებ მისმა პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართულად მიულოცა. მილოცვა მან სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოაქვეყნა.
დავით გარეჯის ტერიტორიაზე ისტორიული ძეგლების კონსერვაცია და დაცვის გაძლიერება იგეგემება. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა ONA წერს. გამოცემის თანახმად, 22 მაისს, სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა „Azerbarpa“-მა სახელმწიფო ისტორიულ-კულტურული ნაკრძალი „კეშიკჩიდაგი“ (დავით გარეჯი) დაათვალიერა…
ბაქოში გასამართ ევროპა ლიგის ფინალურ მატჩში ლონდონის „არსენალს“ სომეხი ლეგიონერი ჰენრიხ მხითარიანი ვერ დაეხმარება, რისი მიზეზიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობაა. ფეხბურთელმა მუქარის შემცველი არაერთი წერილიც მიიღო.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა სქესობრივი განათლების შესახებ საბავშვო წიგნთან „ჩემი სხეული – ჩემი საქმეა“ დაკავშირებულ სკანდალს და მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვების სქესობრივი განათლების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11