საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, პირველად ესმის ინფორმაცია, თითქოს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთის მთავრობას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის სომხეთში შესვლაზე აკრძალვის დაწესება მოსთხოვა.
„აზერბაიჯანი საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის სწრაფი დელიმიტაციის მომხრეა“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ლეილა აბდულაევამ განაცხადა.
ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი უკრაინის პრეზიდენტად ვლადიმირ ზელენსკის არჩევას გამოეხმაურა. მან ზელენსკის გამარჯვება მიულოცა და რუსეთის მხარდაჭერის შესახებ განაცხადა.
ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოდან თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ინტერნეტგამოცემა Chechnya Today ავრცელებს. მათივე ცნობით, გროზნოს აეროპორტის მმართველი კომპანიის, „ვაინახავიას“ გენერალურმა დირექტორმა, სულთან გამბულატოვმა განაცხადა, რომ ავიამიმოსვლა…
ნალჩიკის საქალაქო სასამართლომ ინგუშეთში გამართული საპროტესტო აქციების რვა მონაწილეს აღკევთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. „ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით, მათ ბრალად პოლიციელებზე თავდასხმა და არეულობისკენ მოწოდება ედებათ.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს დაღესტანში აღმოჩენილი არაბული ხელნაწერის შესახებ, რომლის ქვედა ფენაზეც ასოთმთავრულით დაწერილი სახარების ტექსტი იკითხება. ცენტრის ინფორმაციით, კვლევის დასრულებამდე სახარება VI-VII საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს.
3 აპრილს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოს სარკინიგზო სადგურში დაათვალიერა ის სამგზავრო მატარებელი, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე ივლის. მატარებლის ფოტოებს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
დაღესტანში, ხელნაწერების გაციფრულების დროს, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის სპეციალისტებმა უძველესი მანუსკრიპტი აღმოაჩინეს. საუბარია სახარებაზე, რომელიც VI საუკუნეში ასომთავრულით არის შესრულებული. ამ აღმოჩენის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „როსსია“ ავრცელებს.
ჩეჩნეთში, შალინის რაიონულმა სასამართლომ უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ გროზნოს განყოფილების ხელმძღვანელი ოიუბ ტიტიევი დამნაშავედ ცნო დიდი რაოდენობით მარიხუანის შენახვაში და სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სომხეთის რესპუბლიკაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხური ეკლესიის მეთაურს გარეგინ II-ს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11