weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კავკასია

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. ალიევი მას ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და მეგობარი ხალხის კეთილდღეობისკენ მიმართულ საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.

სომხეთის პოლიციამ ერევანში, ნუბარაშენის რაიონში ე.წ „კანონიერი ქურდი“ მერაბ კალაშოვი („მერაბ თბილისსკი“) დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 43 წლის კალაშოვი 2015 წლიდან საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა.

ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონი, რომლითაც ჩეჩნეთისა და ინგუშეთის რესპუბლიკებს შორის საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება დამტკიცდა.

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში ჩეჩნეთ-ინგუშეთის ადმინისტრაციული საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმების მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. კადიროვი დემონსტრანტებს დაემუქრა და მოუწოდა მათ, აქცია გამართონ იმ ტერიტორიაზე, რომელის ჩეჩნეთისთვის გადაცემასაც…

ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლო ჩეჩნეთთან გაფორმებული სასაზღვრო შეთანხმების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე 25 ოქტომბერს იმსჯელებს. ამ მოთხოვნით სასამართლოს რესპუბლიკის ეროვნული კრების დეპუტატებმა მიმართეს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ვაცლავ ჰაველის სახელობის ადამიანის უფლებების პრემია მიანიჭა უფლებადამცველს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მემორიალის“ ჩეჩნეთის ფილიალის ხელმძღვანელს, ოიუბ ტიტიევს, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია.

დაღესტნელმა მებრძოლმა ხაბიბ ნურმაგომედოვა, რომელმაც UFC 229-ის მთავარ ბრძოლაში ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი დაამარცხა, ბრძოლის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაურეკა და გამარჯვება მიულოცა.

ბაქო-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი დაინიშნა. 2019 წლის 14 ივნისიდან, ფრენებს სახელმწიფო ავიაკომპანია აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) შვილობილი კომპანია Buta Airways შეასრულებს.

დაღესტნელმა მებრძოლმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა UFC 229-ის მთავარ ბრძოლაში ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი დაამარცხა და შერეული ორთაბრძოლების UFC-ის (აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი) მსუბუქ წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიცვა. ნურმაგომედოვისთვის ეს კარიერის მანძილზე ჩატარებული…

ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. „ბი ბი სის“ რუსული სამსახურის ინფორმაციით, აქციის მეორე დღეს, 5 ოქტომბერს, ქალაქის ცენტრში 10 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]