საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„სომხეთში მომხდარი რევოლუცია ყველა სომეხის დამსახურებაა, მათ შორის ჯავახელი სომხებისაც. დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთის ხალხი, ამ რევოლუციით შთაგონებული, სომხეთის ყველა კუთხეს განავითარებს და ასევე, ჯავახელი სომხები განავითარებენ სომხებით დასახლებულ საქართველოს…
სომხეთის ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი საქართველოს 30-31 მაისს, ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 30 მაისს, 11:00 საათზე სომხეთის პრემიერს საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი უმასპინძლებს.
თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს არმენ სარქისიანი ეწვია. ეს სომხეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის პირველი ვიზიტია საქართველოში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 634 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის 12 ოპოზიციონერია. მსჯავრდებულების შეწყალება უკავშირდება აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს, რომელიც 28 მაისს აღინიშნება.
აზერბაიჯანის მმართველი პოლიტიკური პარტიის „ახალი აზერბაიჯანის“ აღმასრულებელი მდივნის მოადგილემ, სიავუშ ნოვრუზოვმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომელიც ადამიანის მოტაცებას ითვალისწინებს, პატარძლის მოტაცების შემთხვევაში გამოყენებული არ უნდა იყოს.
გროზნოში, მართლმადიდებლურ ეკლესიაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, - ამის შესახებ SITE Intelligence Group-მა 20 მაისს განაცხადა. ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ჩეჩნეთში…
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის ნახიჩევანის მონაკვეთზე მათი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
გროზნოს ცენტრში, ახმად კადიროვის გამზირზე მდებარე ეკლესიას ოთხი პირი დაესხა თავს. რუსული მედიის ინფორმაციით, ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ თავდამსხმელებს მორწმუნეების მძევლად აყვანა სურდათ, თუმცა სპეცოპერაციის შედეგად, მათი ლიკვიდაცია…
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო მოქალაქეებზე დაკისრებული ჯარიმების მოცულობამ კოლოსალურ თანხას მიაღწია, რომლის ნაწილი გადახდილი არ არის. მისივე თქმით, ხალხს დავალიანების დაფარვა არ შეუძლია.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11