weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზვიად რატიანი საერთაშორისო კონკურსის „ევროპელი პოეტები თავისუფლებისთვის“ ნომინანტია

13:01 შაბათი, 06 აპრილი 2019

ქართველი პოეტი ზვიად რატიანი კონკურსის „ევროპელი პოეტები თავისუფლებისთვის“ ნომინანტებს შორისაა. საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსი და ამავე სახელწოდების ფესტივალი, პოლონეთის ქალაქ გდანსკის მერიის ორგანიზებით, წელს მეექვსედ ტარდება.

ჯილდოს მიზანია იმ პოეტების დაფასება და ხელშწყობა, რომლებიც თანამედროვე მკითხველებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე - თავისუფლებაზე წერენ და რომელთა პოეზიასაც განსაკუთრებული მხატვრული ღირებულება გააჩია.

კონკურსის ჯილდოს მფლობელს ევროპის მასშტაბით მცხოვრებ პოეტებს შორის არჩევენ. ჟიურის თავმჯდომარე პოლონელი პოეტი კჟიშტოფ ჩიჟევსკია. კონკურსის გამარჯვებული ავტორი, რომელიც 2020 წლის მარტში გამოვლინდება, ჯილდოდ 100 ათას პოლონურ ზლოტს მიიღებს.

ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში, 2017 წლის 23 დეკემბერს, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. რატიანი აცხადებდა, რომ სამოქალაქო ფორმებში ჩაცმული პოლიციელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ იმის გამო, რომ მისი ქურთუკის ფერი - ნარინჯისფერი არ მოეწონათ. რატიანის დაკავების კადრები პოლიციელებმა პირადი მობილურით გადაიღეს. ეს კადრები მოგვიანებით საზოგადეობრივი მაუწყებელის ეთერში გავიდა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა კადრების გადაღებისა და გასაჯაროებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო. რაც შეეხება ზვიად რატიანს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარის გადახდა დააკისრა. ჯარიმა მოქალაქეების მიერ შეგროვილი ფულით გადაიხადეს.

დაკავების შემდეგ ზვიად რატიანმა ქვეყანა დატოვა და ამჟამად ავსტრიაში ცხოვრობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]