weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჯგუფი „მგზავრები“ მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში კონცერტებს მართავს

14:32 ოთხშაბათი, 03 ივლისი 2019

20 ივნისიდან საქართველოში დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ქართული ჯგუფი „მგზავრები“ მოსკოვში კონცერტებს მართავს. 29 ივნისს მათ სანქტ-პეტერბურგში, მუსიკისა და სპორტის საზაფხულო ფესტივალზე „Locals Only 2019“ იმღერეს.

„მგზავრების“ ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ივლისში კონცერტს მოსკოვსა და დონის როსტოვში გამართავენ, ხოლო აგვისტოში ეკატერინბურგში ჩავლენ. სექტემბერში „მგზავრებს“ სოჭში აქვთ კონცერტი დაგეგმილი.

თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა საქართველოში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლას. 20 ივნისს, დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, რომელიც ასამბელის პრეზიდენტიც არის, ადგილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაიკავა და იქიდან გახსნა რიგით 26-ე სესია. მისმა ამ საქციელმა საზოგადოების პროტესტი გამოიწვია, რასაც თბილისში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. რუსი დეპუტატების დელეგაცია იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა.

„ქართულმა ოცნებამ“ განმარტა, რომ სერგეი გავრილოვის გამოჩენა პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნაზე შეუთანხმებელი იყო. რუსი დეპუტატი კი ამბობს, რომ იქ დაიკავა ადგილი, სადაც ქართულმა მხარემ მიუთითა.

21 ივნისს, აქციის დარბევიდან მეორე დღეს, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგმის მოთხოვნით, საპროტესტო გამოსვლები დღემდე გრძელდება.

თბილისში საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისების გაუქმების ბრძანება გამოსცა, „როსპოტრებნადზორმა“ ქართულ ღვინოზე კონტროლი გაამკაცრა, პუტინის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა კი რუს არტისტებს მოუწოდა საქართველოში ჩასვლისგან თავი შეიკავონ, რადგან ქვეყანაში მათთვის უსაფრთხო გარემო არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]