weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კულტურა

რესტავრატორები ვარაუდობენ, რომ ნიკორწმინდის ტაძრის გუმბათის ყელის ქვედა ნაწილში აღმოჩენილი ამ დრომდე უცნობი უნიკალური რელიეფური ორნამენტები გუმბათის სხვა ორნამენტების თანადროულია (XI საუკუნე) და მათთვის დამახასიათებელი ქვაშიკვეთილობის სტილითაა შესრულებული. 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ინფორმაციით, რაჭაში, ნიკორწმინდის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ადრეული რელიეფის ნაშთები აღმოაჩინეს.

პოპულარულმა ამერიკულმა ტელეარხმა HBO-მ გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორეზე დოკუმენტური ფილმი, სათაურით „სამყაროს დედოფალი“ (Queen of the World) გადაიღო.

არქეოლოგებმა ქალაქ ასუანის სიახლოვეს ძველეგვიპტური ტაძრის ნანგრევების გათხრისას ქვიშაქვისგან დამზადებული სფინქსის პატარა სკულპტურა აღმოაჩინეს. ეგვიპტის სიძველეთა მინისტრის, მუსტაფა ვაზირის ცნობით, 38 სმ სიმაღლის ქანდაკება ფარაონების ტაძარ კომ-ომბოში მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც…

ქუთაისში მდებარე კინოთეატრმა „საქართველომ“ საშინელებათა ჟანრის ფილმის სათაურით „მონაზვნის წყევლა“, გახმოვანებაზე უარი თქვა. აღნიშნული გადაწყვეტილება კინოთეატრის ადმინიტრაციამ მიიღო, მიზეზად კი რელიგიის დაკნინება და მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დაასახელა.

ლოს ანჯელესის მაიკროსოფტის თეატრში ამერიკული ტელეაკადემიის (ATAS) პრესტიჟული დაჯილდოება „ემის“ გადაცემის (Primetime Emmy Awards) რიგით 70-ე ცერემონია გაიმართა, სადაც ყველაზე მეტი - ხუთი ჯილდოს მოპოვება შეძლო კომედიურმა სერიალმა: The Marvelous…

მუსიკოს ქეთი მელუას საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა. ამის შესახებ ევროპის მოედანზე მიმდინარე კონცერტზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და მომღერალს თბილისის სიმბოლური გასაღები გადასცა.

21 სექტემბერს თბილისში, ევროპის მოედანზე პოპულარული ბრიტანული ჯგუფის, The Tiger Lillies უფასო კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ერთ-ერთი თეატრის ორი თანამშრომელი უილიამ შექსპირის კომედიის, „ზაფხულის ღამის სიზმრის“ დადგმისთვის დააპატიმრა.

მომღერალი ქეთი მელუა თბილისში კონცერტს გამართავს, რომელზე დასწრებაც ყველა მსურველისთვის უფასო იქნება. დიდ ბრიტანეთში მოღვაწე მუსიკოსი სცენაზე საკუთარ ბენდთან ერთად გამოვა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]