weather cur horoscope tv
დეკემბერი 07, 2019

კულტურა

ქალაქ ახალციხეში, რაბათის ციხე-სიმაგრეში, ხალიჩების მეორე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მიზანია ტრადიციული ხალიჩური ნაწარმის რეწვის, როგორც ქართული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილის პოპულარიზაცია და ხალხური რეწვის ოსტატების მხარდაჭერა.

ლეგენდარული ბალკანელი მუსიკოსი გორან ბრეგოვიჩი საქართველოში კონცერტს 26 აგვისტოს შეკვეთილში Black Sea Arena-ზე გამართავს.

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მოდის ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ამერიკული დაჯილდოების, მოდის ოსკარად წოდებული CFDA-ს გამარჯვებული გახდა.

გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში მდებარე ახლადრეაბილიტირებული კულტურის სახლი საპატრიარქოს გადაეცა. ეს გადაწყვეტილება გურჯაანის საკრებულოს სხდომაზე დღეს მიიღეს. როგორც „რეგინფოს“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განუცხადეს, შენობის გადაცემის თხოვნით გამგეობას საპატრიარქომ მიმართა.

თუშური ტრადიციებისა და ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზნით, თელავის რაიონის სოფელ ფშაველში ფოლკლორის სახლი გაიხსნება. ფოლკლორის სახლში ფშაველში მცხოვრები ახალგაზრდები თუშურთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერებსა და საგალობლებს შეისწავლიან.

2017 წლის კარლოვი ვარის პრესტიჟული კინოფესტივალის ოფიციალური პროგრამა ცნობილია. 12 ფილმს შორის მთავარი პრიზის - ბროლის გლობუსისთვის გიორგი ოვაშვილის ბიოგრაფიული დრამა „ხიბულაც“ იბრძოლებს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ფიდო ფეიქრიშვილის კუთვნილ, 1914 წელს აშენებულ სახლს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

​საქართველოში ბრიტანელი მომღერლის ელტონ ჯონის კონცერტი გაიმართება. პოპულარული მუსიკოსი ქართული აუდიტორიის წინაშე, სავარაუდოდ, 16 სექტემბერს Black Sea Arena-ზე წარსდგება. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის 1-ლი არხი ავრცელებს.

შატილის კომპლექსის ჩამონგრეულ კოშკს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო წელსვე აღადგენს. სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე სპეციალისტები რეაბილიტაციის პროექტის სრულყოფაზე მუშაობენ, რაც ჩამონგრეულ კოშკთან ერთად კომპლექსის სხვა კრიტიკული უბნების რესტავრაციასაც გულისხმობს.

2017 წლის ერთ-ერთი უდიდესი კინომოვლენა დასრულდა - კანის საიუბილეო, რიგით 70-ე კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო“ ახალგაზრდა შვედი რეჟისორის, რუბენ იოსტლუნდის ფილმმა მოიპოვა. კომედიური დრამა სათაურით – The Square, რომელიც მოგვითხრობს…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]