weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

კულტურა

პოპულარული ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი საქართველოში ჩამოსვლისას სხვადასხვა რეგიონებს, მათ შორის კახეთსაც ეწვევა. საგანგებო პრესკონფერენციაზე SOU-ფესტივალის დამფუძნებელმა სანდრო ლომინაშვილმა განაცხადა, რომ აღიარებული მომღერალი თავადაა დაინტერესებული ქართული მუსიკით და საქართველოს  მუსიკალურ ექსპედიციაში…

ცნობილი ქართველი მოქანდაკე და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი გოგი ოჩიაური 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აზია-წყნარი ოკეანის ფილმების დაჯილდოებაზე ორი ქართველი ახალგაზრდა რეჟისორის კინონამუშევარი - ანა ურუშაძის „საშიში დედა“ და მარიამ ხაჭვანის „დედე“ ოთხ ნომინაციაშია წარდგენილი.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართველმა გამომცემლებმა და მწერლებმა საქართველოს ეროვნულ სტენდთან რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქცია გამართეს.

57 წლის ასაკში ცნობილი ქართველი კონომსახიობი ლიკა ქავჟარაძე გარდაიცვალა. ის ახლობლებმა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მსახიობს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

მოკლემეტრაჟიანი ფილმი „8 წუთი“ მანჰეტენის რიგით მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა და ოქროს მედალი გადაეცა.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრო და ფესტივალის დამფუძნებელი, პიანისტი ელისო ვირსალაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

ლიტერატურის დარგში ნობელის წლევანდელი პრემია იაპონიაში დაბადებულ ბრიტანელ მწერალ კაზუო იშიგუროს მიენიჭა. შვედეთის სამეფო აკადემიის განცხადებით, 62 წლის მწერალმა „თავის უდიდესი ემოციური ძალის მქონე რომანებში გამოაშკარავა უსასრულობა ჩვენ ილუზორულ გრძნობასა და…

საქართველოს და გერმანიის მეგობრობის წლის ფარგლებში, საქართველოს საელჩოს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ბერლინში კინოთეატრ „არსენალში“ქართული ფილმების რეტროსპექტივა მიმდინარეობს. ქართული კინოს დღეები ლანა ღოღობერიძის ფილმით…

ბერლინში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში XX საუკუნის ქართველი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობების გერმანულ ენაზე გამოცემული კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. მოთხრობები გერმანულ ენაზე ქართულ-გერმანული წლის ფარგლებში და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის ითარგმნა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]