საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
რეჟისორ მარიამ ხაჭვანის 10-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმი „დედე“ საქართველოს კონოთეატრებში 22 თებერვლიდან გავა. მელოდრამაში, რომელიც სვანურ ყოფას და მკაცრ ტრადიციებს აღწერს, დიალოგების ძირითადი ნაწილი სვანურ ენაზეა.
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებმა ტრადიციული წითელი ხალიჩის ნაცვლად შავის დაგებაზე უარი განაცხადეს, რითაც სექსუალური ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიის (MeToo) შეთავაზება უარყვეს.
2018 წლის ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენა, ბერლინის რიგით 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დღეს, აღიარებული ამერიკელი რეჟისორის, უეს ანდერსონის ანიმაციური ფილმის ჩვენებით გაიხსნება, რაც ბერლინალეს არსებობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
აღიარებული ისლანდიელი კინოკომპოზიტორი იოჰან იოჰანსონი 48 წლის ასაკში, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მდებარე საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. სიკვდილის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
ფოთის თეატრმა, სადაც გუშინ ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, დროებით მუშაობა შეწყვიტა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით მღებრიშვილმა სააგენტო „ლაივპრესთან“ განაცხადა, რომ დასი სპექტაკლებს მანამდე არ განაახლებს, სანამ არ დადასტურდება, რომ შენობაში ყოფნა…
თანამედროვე ქართველი მწერლის, აკა მორჩილაძის რომანი „მოგზაურობა ყარაბაღში“ გერმანულ ენაზე გამოიცემა და მას ცნობილი გერმანული გამომცემლობა „ვაიდლე“ დაბეჭდავს. წიგნის ყდისთვის გამომცემლობამ ქართველი მხატვრის კარლო კაჭარავას ნამუშევარი გამოიყენა.
მსახიობ გურანდა გაბუნიას სასცენო მოღვაწეობის 60 წლისთავზე კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა. მსახიობს ჯილდო კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ მარჯანიშვილის თეატრში გადასცა, სადაც სპექტაკლის „წმინდა ურჩხულები“ პრემიერა შედგა.
პოეტისა და მსახიობის, ნიკო გომელაურის მონუმენტი, რომელიც თბილისში, თავისუფალ თეატრთან იყო განთავსებული, „გალერია თბილისის“ მშენებლობის დროს დააზიანეს. სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციის განცხადებით, სკულპტურა სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს დაზიანდა.
თანამედროვე ქართველი მწერლის, ზურაბ ქარუმიძის რომანი „დაგნი ანუ სიყვარულის ნადიმი“ (Dagny or a Love Feast) გერმანული მაუწყებლის SWR2-ის თებერვლის საუკეთესო წიგნების ათეულში მოხვდა და მესამე ადგილი დაიკავა. წიგნის კითხვა-პრეზენტაცია 16…
თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე XVIII-XIX საუკუნეების ლალისყურის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11