weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ეკონომიკა

სამეგრელოს რეგიონში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ-სადემონტრაციო ბაზა გაიხსნა, რომელიც 3 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45,4 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 19%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტიორ ქვეყნებს შორის პირველ…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის ივლისში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას – 75 372 მგზავრს მოემსახურა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მთის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში, სვანეთში დაგეგმილია ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი 35 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობა და ლეშგუანი-მესტიის 11 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. 

ფინკა ბანკი განაგრძობს 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას. საზაფხულო აქციის ფარგლებში, 2 აგვისტოდან საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა ლარში განთავსებულ ვადიან დეპოზიტებზე. მომხმარებლებს შეუძლიათ გახსნან ან გადმოიტანონ დეპოზიტი ფინკა ბანკში…

აჭარაში მოტოდელტაპლანების ოპერატორების ნაწილს სანაპირო ზოლში ფრენა აეკრძალა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განმარტებით, საუბარია არარეგისტრირებულ და ხელნაკეთ მოტოდელტაპლანებზე, რომლებიც რისკის ქვეშ აყენებენ ფრენების უსაფრთხოებას და საფრთხეს უქმნიან ადამიანების სიცოცხლეს.

ლენტეხში გამართული საპროტესტო აქციის შედეგად „ხელედულა 3“ ჰესის მშენებელი თურქული კომპანიის წარმომადგენლებმა რაიონი დატოვეს, სამშენებლო ტექნიკას კი 31 ივლისამდე გაიყვანენ. აქციაზე მოსახლეობასთან მოლაპარაკების მიზნით ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე,…

2018 წელს სახელმწიფო რთველს აღარ დაასუბსიდირებს. ეს იქნება ბოლო 10 წლის მანძილზე პირველი რთველი, როდესაც სახელწიფო სრულად გამოდის ყურძნის სუბსიდირების რეჟიმიდან, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 23 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან 9.0 ათასი ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 3.4 ათასი ტონით (61%) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

მიმდინარე წლის რთველის პროცესში, ყვარლის მუნიციპალიტეტში სატესტო რეჟიმში ამუშავდება ვენახების კადასტრის საპილოტე პროგრამა. პირველ ეტაპზე სატესტო რეჟიმში ჩაერთვებიან ის სუბიექტები, რომელთაც გააჩნიათ დიდი ზომის ვენახები (≥ 7.0 ჰა) ყვარლის მუნიციპალიტეტში,…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]