საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
26 აგვისტოს, საღამოს, ყვარლის, თელავის და გურჯაანის სოფლებში 4000 ჰექტრამდე ვენახი დაისეტყვა. რამდენიმე სოფელში სეტყვამ ყურძენი 100 %-ით გაანადგურა, დააზიანა ვაზიც. ყველაზე მეტად ყვარლის სოფლებია დასეტყვილი, მათ შორის, მიკროზონები.
25 აგვისტოდან კვების ობიექტების მუშაობა 22:00 საათამდე იქნება დასაშვები, ნაცვლად 23:00 საათისა. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.
თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე სისტემურად განხორციელებული არაზუსტი დარიცხვების გამო შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ („თელმიკო“) და სს „თელასი“ დაჯარიმდნენ. მათ ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება დაევალათ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ ოთარ დანელია დაინიშნა. სამინისტროს ინფორმაციით, დანელია სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ და სსიპ „წიაღის ეროვნული სააგენტოს“ საქმიანობას უხელმძღვანელებს.
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, საქართველოდან მსოფლიოს 58 ქვეყანაში 55 მილიონამდე ბოთლი ღვინო გავიდა, რის შედეგადაც მიღებული შემოსავალი 125 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 1.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9% შეადგინა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა 2021 წლის რთველის სუბსიდირებას მოახდენს. როგორც ღარიბაშვილმა თქვა, ერთი კილოგრამი რქაწითელი 90 თეთრი ეღირება, საიდანაც ღვინის კომპანიებს, რომლებიც ყურძენს ჩაიბარებენ, სახელმწიფო 35 თეთრს გადაუხდის.
საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან ისრაელელი ვიზიტორებისთვის საქართველოში მოგზაურობა, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ნებადართული აღარ იქნება. ცოტა ხნის წინ ისრაელმა საქართველო ე.წ. წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათელა თურნავას განცხადებით, ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით შემუშავდა პროგრამა და ოჯახი ახალშეძენილ შვილზე იპოთეკური სესხის თანადაფინანსებით ისარგებლებს.
პირველი ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზა ბრუნდება და დამატებით პირდაპირ ფრენებს მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით შეასრულებს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11